ლანგლე: ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ვიოცნებოთ

  • 8-08-2020, 12:40
  • ლანგლე: ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ვიოცნებოთ

    "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, კლემან ლანგლე, "ნაპოლისთან" მატჩის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიური კლუბის შანსებს აფასებს.

    "ვიცით, რომ ამ სეზონში ყველაფერი კარგად არ გვაქვს და ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, რათა ამ თასის მოგებაზე ვიოცნებოთ.

    მნიშვნელოვანია ჩაიხედო სარკეში და რაც შეიძლება ცხადად დაინახო, თუ რა არის შესაცვლელი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.

    ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ოთხი თამაშია დარჩენილი. ეს არასდროს მომხდარა. ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და "ნაპოლის" ბარიერი დავძლიოთ. ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება და ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა შემდეგ ეტაპებზე გავიდეთ." - ციტირებს ფრანგის სიტყვებს Bein Sports.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    8 აგვისტო 2020 14:38

    იმედოა უშეცდომოდ ითამაშებს დაცვის ხაზი

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    8 აგვისტო 2020 13:54

    შენ და შაკირას მონამ უნდა მოუმატოთ პირველ რიგში, დაცვაში პრახადნოი დვორი რომ გაქვთ გახსნილი.

    3
    გასულია
    me da barca Culé [?]

    8 აგვისტო 2020 13:09

    მომატება შენით დაიწყე.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV