"ინტერი", MLS და სხვა - სად დაასრულებენ კარიერას "ბარსას" ხანში შესული ვარსკვლავები?

  • 7-08-2020, 21:51
  • "ინტერი", MLS და სხვა - სად დაასრულებენ კარიერას "ბარსას" ხანში შესული ვარსკვლავები?

    ლუის სუარესს, ლიონელ მესის, სერჟიო ბუსკეტსსა და ჟერარ პიკეს ახალგაზრდობა უკვე წარსულში აქვთ მოტოვებული.

    "ბარსელონას" ოთხი გამორჩეული ვარსკვლავი ნელ-ნელა კარიერის დასრულებაზეც დაიწყებს ფიქრს.

    იდეალური ვარიანტი, რასაკვირველია, ყველა მათგანის კატალონიურ გრანდში დარჩენა და კარიერის აქ დასრულება იქნებოდა, თუმცა ჩვენ იმ შესაძლო გუნდებს განვიხილავთ, რომლებზეც ჭორები ვრცელდება და გადასვლის მცირე, მაგრამ შანსი მაინც არსებობს.

    ლიონელ მესი - მილანის "ინტერი"

    მესის კონტრაქტს "ბარსელონასთან" ვადა უკვე მომავალ წელს ეწურება. რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, არგენტინელი თავისუფალი აგენტი გახდეს.

    "ნერაძურის" ინტერესებზე უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. მათ შორის 260 მილიონიან შეთავაზებაზეც იწერებოდა.

    თავის მხრივ, ჟოზეპ მარია ბართომეუ მიიჩნევს, რომ "ბლაუგრანას" კაპიტანი სეზონის დასრულების შემდეგ ახალ კონტრაქტს აუცილებლად გააფორმებს.

    ლუის სუარესი - მაიამის "ინტერი"

    დევიდ ბექჰემს სუარესის დამატება თავის ახლადდაარსებულ MLS-ის გუნდში სურს.

    "ელ პისტოლერომ" ამერიკაში თამაშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს მისთვის საკმაოდ მომხიბვლელი გამოწვევაა.

    ურუგვაელის კონტრაქტსაც ვადა მომავალ წელს გასდის, თუმცა, თუ თავდამსხმელი მატჩების 60%-ში მიიღებს მონაწილეობას, ის ავტომატურად გახანგრძლივდება.

    ჟერარ პიკე - "ვისელ კობე"

    ესპანელი მცველის კონტრაქტს ვადა 2022 წელს ეწურება და შესაძლოა, ის თავისი ძველი თანაგუნდელების კლუბში ვიხილოთ.

    ანდრეს ინიესტა, სერჟი სამპერი და ტომას ვერმაელენი სწორედ "ვისელ კობეში" ასპარეზობენ.

    გარდა ამისა, იაპონური გუნდის სპონსორი Rakuten არის, რომელიც "ბარსას" გარდა ასევე პიკეს კომპანიასთან, Kosmos Group-თანაც ფლობს საერთო კავშირებს.

    სერჟიო ბუსკეტსი - "ალ-სადი"

    მომავალ სეზონში მირალემ პიანიჩთან და ფრენკი დე იონგთან კონკურენციის პირობებში, სერჟიო ბუსკეტსმა, შესაძლოა, სასტარტო ადგილი დაკარგოს.

    ჩავის კი მის ძველ მეგობრებთან მუშაობა საკმაოდ მოსწონს. მას გაბის გაწვრთნა უკვე მოუწია, მომავალი სეზონიდან კი სანტი კასორლასთანაც მოუწევს მწვრთნელის რანგში ურთიერთობა.

    იმ შემთხვევაში, თუ "ბუსის" კატალონიური კარიერა დასასრულს მიუახლოვდება, შესაძლოა, ჩავიმ სწორედ ყატარულ კლუბში მიიპატიჟოს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    8 აგვისტო 2020 13:10

    ციტატა: M10 S9 D11
    რა სისულელეა

    მაგრამ ამასაც მოფიქრება უნდა რა.

    0
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    8 აგვისტო 2020 09:26

    მესიმ რომ კონტრაქტი არ გააგრძელოს და სხვაგან გადავიდეს თავიდან ბოლომდე ბართოს დამსახურება იქნება.

    2
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    7 აგვისტო 2020 22:39

    სუარესის ნაირი ცხრიანი ბარსას ჯერ არ ყოლია ჩემი აზრით მისთვის ბოლო წელია და ინტერ მაიამიში გადასვლა კარგი აზრი იქნებოდა.
    პიკეც და ბუსკეცით ბოლო სეზონს ჩაატარებენ და ორივე წავლენ ბუსკეცმა არამგონია კარიერა დაასრულოს მაგრამ პიკე უეჭველად დაასრულებს და ალბათ ბარსაში რამე თანამდებობაზე დანიშნავენ.
    ნებისმიერი ბარსას ფანი ალბათ იმას ნატრობს რო მესიმ კარიერა ბარსაში დაამთავროს არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მაგრამ როგორც არუნდა მოიქცეს არავის ეწყინება.
    ამათ შემდეგ ალბა იქნება ვინც წავა დანარჩენი ყველა ახალგაზრდაა არ ვიცი რამოხდება მომავალში მაგრამ აშკარაა რომ პიკეს და ბუსკეცის შემცველი უკვე გვყავს♥️

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 აგვისტო 2020 22:22

    რა სისულელეა

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV