არტური ბარსელონაშია

  • 7-08-2020, 20:01
  • არტური ბარსელონაშია

    როგორც მოსალოდნელი იყო, არტურ მელო ესპანეთში დღეს დაბრუნდა. კატალონიის "ბარსელონამ" მის წინააღმდეგ დისციპლინარული სარჩელი აღძრა, ვინაიდან, ფეხბურთელმა შეთანხმება დაარღვია და სავარჯიშო სესიებზე გამოცხადება არ ისურვა.

    არტურმა პირობა დადო, რომ სეზონის ბოლომდე "ლურჯ-ბროწეულისფერებს" დაეხმარებოდა და შემდეგ "იუვენტუსს" შეუერთდებოდა, თუმცა მან გეგმები შეცვალა და არდადეგების გასახანგრძლივებლად, ბრაზილიაში გაემგზავრა.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსამ" მელოს აცნობა, რომ სიუტატ ესპორტივაზე ფეხს იქამდე ვერ შედგამს, სანამ კორონავირუსის ტესტს არ ჩაიტარებს. ამ დროისათვის, კლუბსა და სამხრეთ ამერიკელს შორის შეხვედრა არ შემდგარა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: არტური
    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    8 აგვისტო 2020 09:14

    რაში ჭირდებოდათ ამის ჩამოთრევა?

    1
    გასულია
    jack slater Culé [?]

    7 აგვისტო 2020 21:11

    გაათრიეთ ეს პი#@რასტი ნაპოძვარი გუნდიდან.

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV