ბარსელონა-ნაპოლი - მატჩისწინა მიმოხილვა

  • 7-08-2020, 17:23
  • ბარსელონა-ნაპოლი - მატჩისწინა მიმოხილვა

    დღეს დიდი დღეა!

    დიახ, აქამდე დავიდა "ბარსელონა"... იტალიის მეშვიდეადგილოსან გუნდთან "კამპ ნოუზე" გასამართი შეხვედრა, როდესაც სტუმრად ჩატარებულ პირველ მატჩში უპირატესობა მოიპოვე, მნიშვნელოვან მატჩად გვესახება. სულ რამდენიმე წლის წინ, ასეთი თამაში დიდ ყურადღებას არც მიიქცევდა და გულშემატკივრებიც გაცილებით მშვიდად იქნებოდნენ, ვიდრე დღეს არიან. ახლა კი... იხილეთ სტატიის ბოლოს WhoScored-ის პროგნოზი...

    სათამაშო ფორმა

    "ბარსელონას" სათამაშო ფორმის შეფასება მარტივი არაა. კატალონიელთა ბოლო თამაშიდან თითქმის 3 კვირა გავიდა. ეს ბოლო მატჩი, რომელიც "ბლაუგრანამ" ალავესში 5-0 მოიგო, იმედს ნამდვილად იძლევა. თუმცა, სეტიენის გუნდის ასეთი ხარისხის შეხვედრა მანამდეც ჩაუტარებია, რასაც მორიგი უსახური თამაშები მოჰყოლია.

    ბოლო საშინაო მატჩი "ბარსას" წაგებული აქვს ("ოსასუნასთან" 1-2). ეს ახლახანს, 16 ივლისს მოხდა, მანამდე კი, "კამპ ნოუზე" "ბარსამ" უკანასკნელად 2018 წლის ნოემბერში, მისი ამჟამინდელ მწვრთნელთან, მაშინ "ბეტისში" მომუშავე კიკე სეტიენთან წააგო (3-4).

    რაც შეეხება კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგას: მიმდინარე სეზონში გუნდს წაგება არ აქვს - 4 მოგება და 3 ფრე. "კამპ ნოუზე" ჩატარებული 3 შეხვედრიდან მასპინძლებმა 2 მოიგეს, ხოლო "სლავიასთან" უგოლოდ ითამაშეს. "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში 2013 წლის შემდეგ წაუგებელია. კატალონიელთა წარმატებული სერია უკვე 35 მატჩს ითვლის.

    "ბარსელონას" მსგავსად არასტაბილურია ბოლო დროის "ნაპოლიც". სერია A-ს ბოლო 5 ტურში, ჯენარო გატუზოს გუნდი თამაშის გამოტოვებით იგებდა, დანარჩენ შეხვედრებს კი - აგებდა. ამ ლოგიკით, ნეაპოლელებს "კამპ ნოუზე" წაგება უწევთ.

    ბოლო დროს, "ნაპოლის განსაკუთრებით უჭირს სტუმრად თამაში. გატუზოს გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 კი წააგო.

    კიდევ უფრო ცუდი შედეგები აქვს "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე - ბოლო 9 გასვლით თამაშში მხოლოდ 1 მოგება. დანარჩენი 8 მატჩის შედეგებიდან ნეაპოლელებს დღეს 2 აწყობთ (2-2 და 1-1). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე გათამაშებაში წაგება არც "ნაპოლის" აქვს.

    დანაკლისი

    დანაკლისის მხრივ, კორონავირუსმა "ბარსელონას" არგო, რადგან გუნდს ერთ-ერთი ლიდერი ლუის სუარესი დაუბრუნდა. დაბრუნების ზღვარზეა მიმდინარე სეზონში ნაადრევად ჩამოწერილი კიდევ ერთი ფეხბურთელი, უსმან დემბელე, მაგრამ როგორც ჩანს, სეტიენმა არ გარისკა და ახალგაზრდა ფრანგი "ნაპოლისთან" გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. იმედი გვაქვს, უსმანს 1/4-ფინალში ვიხილავთ.

    ტრავმის გამო ვერ ითამაშებს კიდევ ერთი ფრანგი, სამუელ უმტიტი, არტური ისევ აჯანყებულია, ხოლო მარტინ ბრეითუეიტს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.

    გუნდის მთავარი დანაკლისი სერჟიო ბუსკეტსია, რომელიც არტურო ვიდალის მსგავსად დისკვალიფიცირებულია.

    კარგი ამბავი ისაა, რომ სათამაშოდ მზად არიან ფრენკი დე იონგი, ანტუან გრიზმანი, კლემან ლანგლე და რონალდ არაუხო. ამ ოთხეულს, ბოლო დროს, ტრავმები აწუხებდა.

    "ბარსელონას" განაცხადი.

    "ნაპოლის" ბანაკში მთავარი კითხვა არის, ითამაშებს თუ არა ლორენცო ინსინიე. გუნდის კაპიტანმა, რომელმაც ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში, 1 აგვისტოს მიიღო, სრული დატვირთვით ვარჯიში ახლახანს განაახლა და დიდი ალბათობით, მისი საკითხი ბოლო წუთებამდე გარკვეული არ იქნება.

    "ნაპოლის" განაცხადი: მერეტი, ოსპინა, კარნეზისი, დი ლორენცო, მანოლასი, ლუპერტო, მარიო რუი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, ჰიუსაი, ალენი, ზილინსკი, ელმასი, ფაბიან რუისი, დემე, ლობოტკა, კალიეხონი, ლოსანო, ინსინიე, მერტენსი, ლიორენტე, მილიკი, პოლიტანო.

    ურთიერთშეხვედრები

    ეს გუნდები, ოფიციალურ მატჩში, აქამდე ერთმანეთს სულ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ეს მიმდინარე წლის თებერვალში, 1/8-ფინალის პირველ მატჩში მოხდა. ნეაპოლში გამართული თამაში 1-1 დასრულდა. 30-ე წუთზე ანგარიში დრის მერტენსმა გახსნა, ხოლო 57-ეზე ანტუან გრიზმანმა გაათნაბრა. 89-ე წუთზე კი, არტურო ვიდალმა წითელი ბარათი მიიღო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის დღეს ვერ ითამაშებს.

    თებერვალში გამართულ მატჩში "ბარსელონამ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე (ლანგლე 90+3), უმტიტი, ფირპო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (არტური 56), დე იონგი, ვიდალი, მესი, გრიზმანი (ფატი 87). ამ შემადგენლობიდან დღეს უმტიტი, ბუსკეტსი, არტური და ვიდალი ვერ ითამაშებენ. ნაკლებად მოსალოდნელია ფირპოს გამოჩენაც.

    ერთი ოფიციალურის გარდა, "ბარსელონასა" და "ნაპოლის" 5 ამხანაგური შეხვედაც აქვთ ჩატარებული. პირველად ეს 1978 წლის მაისში მოხდა. "სან პაოლოზე" გამართული მატჩი 1-1 დასრულდა. შემდეგ იყო 2011 წელი, "გამპერის" თასი და "კამპ ნოუზე" 0-5 განადგურებული "ნაპოლი". 3 წლის შემდეგ, ჟენევარში გამართულ ამხანაგურ მატჩში, იტალიელებმა "ბარსელონა" ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთხელ დაამარცხეს - 1-0. ბოლო 2 ამხანაგური დაპირისპირება კი გასულ ზაფხულში, აშშ-ში გაიმართა. "ბარსამ" ორივე მოიგო - 2-1 და 4-0. უკანასკნელ ორ შეხვედრაში "ბლაუგრანას" მხრიდან გოლები ბუსკეტსმა, რაკიტიჩმა, სუარესმა (2), გრიზმანმა და დემბელემ გაიტანეს.

    "ბარსელონას" იტალიურ გუნდებთან ჩატარებულ 26 საშინაო თამაშში შესანიშნავი შედეგი აქვს: 18 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება. ბოლო 15 თამაშიდან კი კატალონიელებმა 12 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.

    "ბარსელონასა" და იტალიურ გუნდებს შორის გამართული 13 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან 8 კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულდა.

    "ნაპოლის" ესპანეთში ჩატარებულ 7 თამაშში 2 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. ნეაპოლელებმა ბოლო 3 შეხვედრა წააგეს.

    ესპანურ გუნდებთან ჩატარებული 6 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან "ნაპოლიმ" მხოლოდ 1 მოიგო.

    არბიტრი

    შეხვედრის მთავარი არბიტრი 43 წლის თურქი ჯიუნეით ჩაქირი იქნება. ის 1994 წლიდან მსაჯობს, 2006 წლიდანაა FIFA-ს არბიტრი, ხოლო UEFA-ს ელიტურ მსაჯებს 2010 წელს შეუერთდა.

    ჩაქირის წაყვანილ შეხვედრაში "ბარსელონას" 9-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 4 მოგება, ამდენივე ფრე და 1 მარცხი დაუგროვდათ. ჩაქირმა "ბარსას" ფეხბურთელები 19-ჯერ გააყვითლა და ერთხელ გააწითლა, კატალონიელთა სასარგებლოდ კი 4 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მეტოქეების სტატისტიკა ასეთია - 23 ყვითელი, 1 წითელი და 2 თერთმეტმეტრიანი.

    "ნაპოლისა" და ჩაქირის ერთობლივი სტატისტიკა ასეთია - 6 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. თურქმა ნეაპოლელებს 11 ყვითელი ბარათი უჩვენა, მათ სასარგებლოდ კი 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მეტოქე ფეხბურთელებზე მხოლოდ 11 გაფრთხილება მოდის.

    ერთი საინტერესო დაკვირვებაც - ჩაქირის მსაჯობის დროს, ესპანურმა გუნდებმა თამაშების 54% მოიგეს და 22% წააგეს, ხოლო იტალიურებმა 34% მოიგეს და 55% წააგეს.

    სტატისტიკა

    • "ბარსელონასაც" და "ნაპოლისაც" ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
    • "ბარსელონამაც" და "ნაპოლიმაც" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო თამაში "ლივერპულთან" წააგო, რაც ორივე გუნდს ტურნირიდან გამოვარდნად დაუჯდა;
    • "ბარსელონას" უკვე 35 თამაშია "კამპ ნოუზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის თამაში არ წაუგია, რაც ტურნირის ისტორიული რეკორდია;
    • ამ 35 თამაშიდან "ბარსას" ერთზე მეტი გოლი არცერთში გაუშვია;
    • "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან გოლი მხოლოდ სამში გაიტანა, ბოლო 9 თამაშიდან კი მხოლოდ 1 მოიგო;
    • "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 5 თამაში მოიგო და ყველა მათგანი მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით;
    • "ბარსელონამ" ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი სტუმრად ფრედ 26-ჯერ დაასრულა, 21 შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა. აქედან 12-ჯერ პირველი მატჩი 1-1 დასრულდა, საიდანაც "ბარსამ" მომდევნო ეტაპზე 10-ჯერ გააღწია;
    • "ნაპოლიმ" ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში ფრედ 5-ჯერ დაასრულა და ნეაპოლელები ასპარეზობას ხუთივე შემთხვევაში გამოეთიშნენ.

    მწვრთნელების კომენტარები

    კიკე სეტიენი: "ბარსელონას" ფილოსოფია, თვითმყოფადობა და დნმ არ დაუკარგავს. გვქონია მომენტები, როდესაც დავალებებს თავი კარგად გავართვით. მზად ვართ, რომ მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახალისოთ." სეტიენის კომენტარი სრულად.

    ჯენარო გატუზო: "ზუსტად ვიცი, როგორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ფეხბურთელობის დროს, წარმატებას სხვა სტილით თამაშით ვაღწევდი, ახლა კი სხვაგვარი თამაში მინდა.

    მოგების შემდეგ მოგება კიდევ უფრო გინდება. ხვალ ჩვენ ევერესტის სიმაღლეზე უნდა ავიდეთ."

    გატუზოს სრული კომენტარი.

    სავარაუდო შემადგენლობები

    ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, დე იონგი, ს. რობერტო, რაკიტიჩი, მესი, სუარესი, გრიზმანი.

    ნაპოლი: ოსპინა, ჰიუსაი, დი ლორენცო, კულიბალი, მარიო რუი, ფაბიან რუისი, დემე, ზილინსკი, კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე.

    პროგნოზი

    • WhoScore: 1-2
    • Sportsmole: 2-1
    • Skuawka: 2-1
    • Bwin: 3-1

    ტრანსლაცია

    თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge წარმოგიდგენთ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: ნაპოლი
    კომენტარები [ 11 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    sandro barca წევრი [?]

    8 აგვისტო 2020 10:05

    რამოსი ჯიბის ბილიარდს თამაშობდა?😄😄😄😄

    ციტატა: Lasha71
    მსაჯრიდმა და იუვემ წაასხეს
    ბარსამ თუ მოიგოოოო ....
    ოოოოოოოოოო

    თუს გარეშე ძმა👍👍👍

    0
    გასულია
    Lasha71 Culé [?]

    8 აგვისტო 2020 01:18

    მსაჯრიდმა და იუვემ წაასხეს
    ბარსამ თუ მოიგოოოო ....
    ოოოოოოოოოო

    3
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    8 აგვისტო 2020 00:28

    goolll city🙈🤣

    3
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    7 აგვისტო 2020 23:27

    მარტო რეალის? კრისწინასაც უნდა გავუბათქუნო 😜

    3
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გასულია
    rijkaard გულშემატკივარი [?]

    7 აგვისტო 2020 21:29

    დღეს რეალის ბრდღვნა იქნება ბრდღღღღვვნააა

    8
    გასულია
    Alien messi ფანი [?]

    7 აგვისტო 2020 19:36

    ციტატა: Natia
    Tamashi gava silkzee tu sxva arxze gadis mitxarit raa??

    უნივერსალზეა ესაც და რეალი სიტიც

    3
    გასულია
    Natia გულშემატკივარი [?]

    7 აგვისტო 2020 19:13

    Tamashi gava silkzee tu sxva arxze gadis mitxarit raa??

    0
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    7 აგვისტო 2020 19:00

    უნდა მოინდომოთ და ბოლომდე დაიხარჯოთ მოედანზე.

    6
    გასულია
    nikusha ფანი [?]

    7 აგვისტო 2020 18:59

    სწრაფი გოლი/გოლები და ყველაფერი იდეალნად იქნება როგორც ჩელსისთან და პსჟსთან მოხდა

    7
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    7 აგვისტო 2020 18:20

    3-1 ან 4-1 ს ვიგებთ

    4
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    7 აგვისტო 2020 17:39

    ფურცელზე აშკარად ფავორიტები ვართ მაგრამ ვნახოთ რამოხდება

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV