მზად ვართ, რომ მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახალისოთ - კიკე სეტიენი
- 7-08-2020, 14:41
-
Tsitsi
- 12

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი "ნაპოლისთან" დაპირისპირებამდე პრესკონფერენციას მართავს.
"გამათავისუფლებენ, თუ ხვალინდელ მატჩს არ მოიგებ? ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდით. ახლა ამ თემაზე არ ვფიქრობ და სიმშვიდეს ვინარჩუნებ. გვჯერა, რომ ფინალამდე მიღწევას შევძლებთ.
"ნაპოლი" ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა, მათი სიტუაცია თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ.
რიკი პუჩი და ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასაწყებად მზად არიან. როცა კი მათ ითამაშეს, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს.
აკადემიიდან ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ზურგს გაგვიმაგრებენ.
არტური? სანამ წავიდოდა, მასთან ვისაუბრე, თუმცა შემდეგ ამის საშუალება აღარ მომცემია. ნეტავ სხვაგვარად მოქცეულიყო.
უსმან დემბელე? მის განაცხადში შეყვანაზე ვფიქრობდი, თუმცა დიდ რისკზე ვერ წავედი. საკუთარ თავში ჯერ კარგად დარწმუნებული ვერ არის. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ამ საკითხზე კიდევ დავფიქრდები.
"ბარსელონას" ფილოსოფია, თვითმყოფადობა და დნმ არ დაუკარგავს. გვქონია მომენტები, როდესაც დავალებებს თავი კარგად გავართვით. მზად ვართ, რომ მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახალისოთ.", - აცხადებს სეტიენი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]