"კამპ ნოუზე" მხოლოდ მოსაგებად გავალთ - ბუსკეტსი

  • 7-08-2020, 14:17
  • "კამპ ნოუზე" მხოლოდ მოსაგებად გავალთ - ბუსკეტსი

    კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავმა, სერჟიო ბუსკეტსმა "ნაპოლისთან" დაპირისპირებამდე, პრესკონფერენცია გამართა.

    "ხვალინდელი მატჩისათვის პოზიტიურად ვართ განწყობილი. "კამპ ნოუზე" მხოლოდ მოსაგებად გავალთ. ბოლო პერიოდში, სავარჯიშო სესიები ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ვიცით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა მარტივი არ იქნება.

    სეტიენის მოხსნა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე იქნება დამოკიდებული? ეს "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას ეხება. ვიმედოვნებ, რომ კიკე დარჩება, რადგან მის ეპოქაში რამდენიმე დიდებული მატჩი ვითამაშეთ.

    საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, ძალიან რთული შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. 

    არტური? ვიცით, რომ ვარჯიშებზე სიარული შეწყვიტა. რაც რეალურად მოხდა, მხოლოდ მან და კლუბმა იციან. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ბრაზილიელი აღარ დაბრუნდა. ვიმედოვნებთ, რომ მხარეები ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

    რიკი პუჩს ვეტყოდი, რომ მიღებული სათამაშო დრო გონივრულად გამოიყენოს. ამგვარად, ის პირველ გუნდში მეტ შანსს მიიღებს.

    გამოეთიშება თუ არა მადრიდის "რეალი" დღეს ტურნირს, ჩვენზე არანაირ გავლენას არ მოახდენს", - აცხადებს სერჟიო.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსა" იტალიურ კლუბს ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    frenkie dejong21 ფანი [?]

    7 აგვისტო 2020 20:42

    სამი წელია მასე გადიხართ მარა :((

    1
    საიტზეა
    nika 54 Culé [?]

    7 აგვისტო 2020 19:42

    "ხვალინდელი მატჩისათვის პოზიტიურად ვართ განწყობილი. "კამპ ნოუზე" მხოლოდ მოსაგებად გავალთ"

    სად გავა ეს? დაავიწყდა დისკვალიფიკაცია რო აქვს?

    2
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    7 აგვისტო 2020 15:53

    რათქმაუნდა ბოლომდე უნდა ვითამაშოთ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    7 აგვისტო 2020 14:22

    კიი ეგრე მოსაგებად გადიოდით რომშიც და ლივერპულშიც ... 😐

    4
    გასულია
    GioKakiashvili ფანი [?]

    7 აგვისტო 2020 14:21

    Martlac rom rtuli matchi iqneba gatuzo daayenebs avtobuss da egiqneba gagvichirdeba sivrceebis monaxva magram mainc movigebt🙌

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge