კიკე სეტიენს "ნაპოლისთან" მატჩისათვის მხოლოდ სამუელ უმტიტი დააკლდება

კიკე სეტიენს "ნაპოლისთან" მატჩისათვის მხოლოდ სამუელ უმტიტი დააკლდება

მოგეხსენებათ, ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩის ეგიდით კატალონიის "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის განკარგულებაში, სამუელ უმტიტის გარდა (რომელიც მუხლის ტრავმას ჯერ კიდევ იშუშებს), პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი იმყოფება.

რაც შეეხებათ უსმან დემბელესა და რონალდ არაუხოს, მათ გუშინდელ სესიაზე სრული დატვირთვით ივარჯიშეს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ორივე მათგანი ნეაპოლელებთან მატჩისათვის კიკე სეტიენის მიერ დასახელებულ განაცხადში მოხვდება.

ფრანგის დაბრუნებით 61 წლის სპეციალისტს შეტევის ხაზში მეტი ვარიანტი გაუჩნდა. თუმცა, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, შესაძლოა, სეტიენმა უსმანი სათადარიგოთა სკამზე დატოვოს; ასევე, ურუგვაელი ცენტრალური მცველის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ჯენარო გატუზოს გუნდთან შეხვედრისთვის კიკეს მხოლოდ ორი უკანახაზელი - ჟერარ პიკე და კლემან ლანგლე - ჰყავდა.

გარდა ხსენებული ფეხბურთელებისა, გასაკვირი არაა, რომ "ბლაუგრანას" შემადგენლობაში სარეზერვო გუნდიდან ანსუ ფატი და რიკი პუჩი მოხვდებიან, რომლებიც მალე პირველ გუნდში დაწინაურდებიან.

ასევე, "ბარსა ბ-დან" სეტიენმა შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა: ინიაკი პენია, ოსკარ მინგესა, ლუდოვიტ რეისი, ხანდრო ორელიანა (რომელიც დღეს 20 წლის გახდა), მონჩუ და კონრად დე ლა ფუენტე. ყველა მათგანი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე რეგისტრირებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 7 აგვისტო 2020 18:53
    2
    წიოკი უნდა გავუჩინოთ.
    GioKakiashvili
    სტუმარი [?]
    #1 7 აგვისტო 2020 14:25
    4
    Dembos sheyvanac sheileboda ganacxadshi magram dzaan ufrtxian imedia napolisac gavcdebit da bavariastan dagvexmareba♥️