მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ჩელსისა" და "ინტერის" რადარზე გამოჩნდა
- 7-08-2020, 12:53
-
Tsitsi
- 4

"ბარსელონას" მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია, თუმცა ჟოზეპ მარია ბართომეუს განცხადებით, ეს აუცილებლად მოხდება.
მიუხედავად პრეზიდენტის თავდაჯერებისა, ESPN-ის ინფორმაციით, ევროპული კლუბები გერმანელის გადაბირებას მაინც ეცდებიან, მათ შორის კი ლონდონის "ჩელსი" და მილანის "ინტერიც" ფიგურირებენ.
წყაროს თანახმად, ხსენებული გუნდები "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კარის დარაჯის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდებიან. როგორც იცით, ტერ შტეგენს "ბარსასთან" მიმდინარე კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, ადრე გავრცელებული ცნობებით კი, მისი მინიმუმ 5 წლით გახანგრძლივება იგეგმება.
დიდი ალბათობით, ახალი ხელშეკრულების გაფორმებაში მთავარ დაბრკოლებას ფეხბურთელის ხელფასი წარმოადგენს, ვინაიდან, გერმანელს მისი გაზრდა სურს. ამჟამად მარკი მხოლოდ 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც სხვა მსოფლიო კლასის მეკარეების ხელფასთან შედარებით, სასაცილოდ დაბალია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]