ერიკ გარსია "ბარსელონაში" დაბრუნებაში დარწმუნებულია

ერიკ გარსია "ბარსელონაში" დაბრუნებაში დარწმუნებულია

"მანჩესტერ სიტის" 19 წლის ცენტრალური მცველი ერიკ გარსია "ბარსელონაში" ახლა ან მომავალ წელს დაბრუნებასთან ახლოსაა.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ "ბლაუგრანა" კლუბის აღზრდილი უკანახაზელის დარბუნებაზე მუშაობდა. გუშინ, პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "ქალაქელების" დატოვება სურს. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სიტი" ფეხბურთელში 23 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს. "ბარსელონას" შეუძლია ეს თანხა გადაიხადოს, ან ერთი წელი მოიცადოს და ფეხბურთელი უფასოდ დაიმატოს.

მანჩესტერში მომუშავე სპორტული ჟურნალისტი პოლ ბალუსი იტყობინება, რომ გარსიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში მიიღო. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, "სიტი" მასთან კონტრაქტის გაფორმებაში დარწმუნებული იყო, მაგრამ ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა. იმავე წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მშობლიურ კლუბში დაბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 7 აგვისტო 2020 09:46
    1
    ეგრე რა ჯიგარი ხარ აბა რა 40 მილიონიანი სირმანჯუ
    ეს ბიჭი პიკეს კიდეც ჩაანაცვლებს და კიდეც უკეთესი გახდება პიკეზე მოდი გარსო მოდი

    სირმანჯუ არა ტიჯანი ბაბანგიდა კიდე
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    #1 7 აგვისტო 2020 09:32
    5
    მალე მოვიდეს, კარგია.