არიედო ბრაიდა მესის “ინტერში“ გადასვლაზე: ამას სრულად ვერ გამოვრიცხავ

  • 6-08-2020, 22:49
  • არიედო ბრაიდა მესის “ინტერში“ გადასვლაზე: ამას სრულად ვერ გამოვრიცხავ

    ბარსას ყოფილი დირექტორი, არიედო ბრაიდა, მესის "ნერაძურიში" გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და კომენტარი გააკეთა:

    "იმის გათვალისწინებით, რომ მე ლეო მესის ვიცნობ, მისი მხრიდან გუნდის დატოვება ნაკლებად მოსალოდნელია. ის აქ მეფესავითაა და მთელ ქალაქს ძალიან უყვარს."

    "მის ტრანსფერს სრულად ვერ გამოვრიცხავ. ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი. მესი ჯადოქარია, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია არარსებული რამ მოიფიქროს. მისი მსგავსი 30 წელიწადში ერთხელ იბადება."

    "მესი დიეგო მარადონას მსგავსი ფეხბურთელია. ის ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ფეხბურთი შეგაყვაროს."

    ლეოს კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ზაფხულში გასდის, თუმცა ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ჯერ საუბარი არ დაწყებულა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    7 აგვისტო 2020 09:19

    მეფე არასად წავა. არ გვიღალატებს!

    2
    გასულია
    ბართომეუს ბოტი წევრი [?]

    7 აგვისტო 2020 07:09

    მესიმ თავისი შესაძლებლობები ბარსაში ამოწურა. ისეთს ვერაფერს ვერ შემოგვთავაზებს რომ გაგვაოცოს, თან მისი ტრანსფერით გუნდს შეუძლია ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის მიუხედავად გაძლიერდა, კიდევ უფრო გაიმყაროს ან რამდენიმე ისეთი ტალანტი დაიმატოს როგორიც მაგალითად უსმან დემბელეა

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აგვისტო 2020 23:19

    გაბურღეს უკვე ტვინი რაა არსად არ მიდის მესი ეს ბრაიდა კიდე რა ნეგატიური ტიპია წესიერი ილაპარაკოს რამე

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge