"ბარსელონა" ზედიზედ მე-12 სეზონია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გადის

"ბარსელონა" ზედიზედ მე-12 სეზონია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გადის

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალში "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ნაპოლის" უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვლას ეცდება.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ზედიზედ 12 სეზონია, მეოთხედფინალში გასვლას ახერხებს. შესაბამისად, თუ "ბარსა" ჯენარო გატუზოს კოლექტივს გააგდებს, ამის გაკეთებას ზედიზედ მეცამეტედ შეძლებს.

გასულ 12 სეზონს რომ გადავხედოთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბლაუგრანას" შემდეგი გუნდები დაუპირისპირდნენ: "არსენალი" (2-ჯერ), "ლიონი" (2-ჯერ), "მანჩესტერ სიტი" (2-ჯერ), "სელტიკი", "შტუტგარტი", "ლევერკუზენი", "მილანი", პსჟ და "ჩელსი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.