კოსტას მანოლასი: "ბარსელონა" წნეხის ქვეშ იქნება

  • 6-08-2020, 19:02
  • კოსტას მანოლასი: "ბარსელონა" წნეხის ქვეშ იქნება

    "ნაპოლის" ცენტრალური მცველი, კოსტას მანოლასი,  La Republica-სთან ინტერვიუში, ორ დღეში "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის შესახებ საუბრობს.

    "1-1 "ბარსას" უპირატესობას ანიჭებს, თუმცა პირველ მატჩში მოგება დავიმსახურეთ, რაც ბრძოლისთვის კიდევ ერთ მიზეზს გვაძლევს.

    გუნდის ფასეულობები არ შეცვლილა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, არ მეშინია. გვინდა, რომ მათ სიურპრიზი შევთავაზოთ, ისინი წნეხის ქვეშ იქნებიან".

    ბერძენმა ლიონელ მესის ფაქტორიც შეაფასა.

    "იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მისი შეჩერება მხოლოდ გუნდური თამაშით არის შესაძლებელი, მისმა ტალანტმა არ უნდა დაგთრგუნოს".

    მანოლასის თქმით, "ნაპოლის" საწვრთნელ ბაზას ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი ეწვია და გუნდი მნიშვნელოვანი მატჩის წინ გაამხნევა.

    "იგი მოვიდა და მითხრა, "გამაგრდი, კოსტას. ეცადე, ეს კიდევ ერთხელ გააკეთო", - ტოტი 2018 წელს, მანოლასის მიერ "ბარსელონას" კარში გატანილ გადამწყვეტ გოლს გულისხმობს.

    ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    7 აგვისტო 2020 14:42

    გამაგრდი კოსტაია, აბა შენი იცი და შენმა ვაჟკაცობამ.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აგვისტო 2020 22:06

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    ვალვერდემ მისცა სალაპარაკო კოსტას? ფეხბურთელები რას მიკეთებდნენ განსაკუთრებით ჩვენი კაპიტანი თავ ჩაღუნული რომ დასეირნობდა 😊.

    ჩვენმა თავჩაღუნულმა კაპიტანმა მაგ თამაშში რობერტოს ისეთი საგოლე მომენტი დაუხატა ნოლით ნოლზე რო ტუპოის მეტი ვერავინ გააფუჭებდა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    GIo-GxP-FCB Culé [?]

    6 აგვისტო 2020 21:29

    ვალვერდემ მისცა სალაპარაკო კოსტას? ფეხბურთელები რას მიკეთებდნენ განსაკუთრებით ჩვენი კაპიტანი თავ ჩაღუნული რომ დასეირნობდა 😊.

    3
    --------------------
    5:0
    Messi 600
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 20:37

    წნეხი ამან უნდა ნახოს რა დღეში ჩააგდებენ ჩვენი ბიჭები

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აგვისტო 2020 20:12

    აი ეს რო გააბლატავა ვალვერდემ მარტო მაგიტოა მოსაკლავი რამდენს ტლიკინებს აუ მესი შენ იყო იგუაინი ამას თუ არ არწყევინე 8-ში

    8
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 19:39

    Semedu shen ra gitxari amas ro satlikino mieci mag dghes. Rogor miacila burtamde dghesac ar amomdis tvalebidan.

    1
    გასულია
    ხავი ლეგენდა გულშემატკივარი [?]

    6 აგვისტო 2020 19:32

    დღეს წავიკითხე ერთი მადრიდისტას კომენტარი.წერს რომ თუ ცენტრს ვერ მოუგებთო გადაგვივლიანო. 😂 მახალისებენ ხოლმე ზოგიერთი მადრიდისტაა კომენტარი და მადლობა მათ ამის გამო.იმ ფეხბურთის დედას ვტენე ზიდანის გუნდი რომ გვარდიოლას გუნდს აჯობებს ცენტრში. შეიძლება სხვა კომპონენტში აჯობოს მაგრამ ცენტრი? ღადაობს პიკია იმენა.

    გაჟღერდა ინფორმაცია რომ ფელიშეს ყიდვა უნდა გვარდიოლასო.ეგ ბიჭი თუ იყიდეს სიტის გამჩერებელი აღარავინ იქნება.
    ფერან ტორესი ფელიშე ჟესუსი უკან დე ბრუინე?სიტის ახალი ერა იწყება

    3
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 19:26

    იდი ნა ... წნეხი არა ნეხვი, აღარ იციან თავი რითი გაიმხნევონ.

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV