ლორენცო ინსინიემ სრული დატვირთვით ივარჯიშა - MD

ლორენცო ინსინიემ სრული დატვირთვით ივარჯიშა - MD

"ნაპოლის" ლიდერის, ლორენცო ინსინიეს "ბარსელონასთან" თამაში, რომელმაც დაზიანება სერია A-ს ბოლო ტურში "ლაციოსთან" მიიღო, საეჭვოა. ხსენებული დაპირსპირება 8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩის ეგიდით გაიმართება.

მიუხედავად ამისა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჯენარო გატუზოს გუნდის კაპიტანმა ტრავმის მოშუშებისკენ დიდი ნაბიჯი გადაგდა და დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე სრულ შემადგენლობასთან ერთად იმყოფებოდა.

ადრე გავრცელებული ცნობებით, ბარძაყის მომზიდველ კუნთზე არსებული დაზიანება იმდენად სერიოზული იყო, რომ ინსინიეს კატალონიურ კლუბთან თამაში თითქმის გამორიცხული ჩანდა, რაზეც იტალიელის ტკივილის გამომხატველი ჟესტებიც მეტყველებდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, გამორცხული აღარაფერია.

აღსანიშნავია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ლორენცოს თამაშია, რადგან იტალიელთა სხვა ფეხბურთელები - დრის მერტენსი და კოსტას მანოლასი (რომლებსაც ფიზიკური პრობლემები ჰქონდათ) - უკვე გამოჯანმრთელდნენ და "ლაციოსთან" შეხვედრაშიც ითამაშეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 6 აგვისტო 2020 19:25
    4
    ეხლა გახდება უკვდავი ეს დედა ნაქაჩი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 აგვისტო 2020 19:17
    2
    ესეიგი სრული კამანდით ჩამოდის ნაპოლი მოვიდნენ კამპ ნოუზე უნდა დავმარხოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued