ვიცე-პრეზიდენტი: ახალი "კამპ ნოუ" 2025 წლისთვის გვექნება

  • 6-08-2020, 17:06
  • ვიცე-პრეზიდენტი: ახალი "კამპ ნოუ" 2025 წლისთვის გვექნება

    "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი, ჟორდი მოისი, La Vanguardia-სთან ინტერვიუში "ესპაი ბარსას" შესახებ საუბრობს. მისი თქმით, "კამპ ნოუს" რეკონსტრუქცია პანდემიამ შეაყოვნა.

    "ვფიქრობ, ახალი "კამპ ნოუ" 2025 წლისთვის გვექნება. "ესპაი ბარსა" ახლა ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს.

    პანდემიამ უზარმაზარია ზიანი მოგვაყენა. შემოსავლების 20% დავკარგეთ".

    მოისმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ "კამპ ნოუზე" მაყურებელს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვერ ვიხილავთ.

    "ჩვენი გათვლებით, ფანები ტრიბუნებზე დეკემბერში ან იანვარში დაბრუნდებიან", - თქვა მან.

    "ბარსელონამ" გულშემატკივართან ერთად ბოლოს 7 მარტს, სახლში, "სოსიედადის" წინააღმდეგ ითამაშა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 22:18

    რადროს სტადიონია ჯერ თაობათა ცვლაა დაიწყეთ

    0
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 17:10

    სტადიონი კიარა მწვრთნელი შეგვიცვალეთ თქვე ძაღლის შვილებო.

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV