MARCA: ეს მესის ტერიტორიაა

MARCA: ეს მესის ტერიტორიაა

ლეო მესიმ ყველაფერი შეცვალა. ვიცით, რომ მხოლოდ მისი დამსახურება არ არის "ბარსას" ბოლოდროინდელი წარმატებები, მაგრამ მხოლოდ ფაქტი რომ აღვნიშნოთ, ყველაფერი გასაგები გახდება - მესიმდე "ბარსამ", ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება მხოლოდ ერთხელ შეძლო, მას მერე, რაც მესი გამოჩნდა, კიდევ ოთხჯერ მოიგეს. ბევრი ახსენებს, რომ 2006 წელს დიდი წვლილი არ ჰქონია. საკამათო მოსაზრებაა, "ბარსას" გულშემატკივრებმა იციან, რომ სეზონის ყველაზე რთულ მეტოქესთან, ყველაზე მძიმე გასვლით შეხვედრაში, სწორედ ლეო იყო საუკეთესო. 2005 წელს "ბარსა" ლონდონში გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, ერთი წლის შემდეგ კი რევანში შედგა, იმავე ეტაპზე, პირველად იქ იხილა მსოფლიომ, თუ რას წარმოადგენდა პატარა არგენტინელი.

ფინალში რომ ყოფილიყო, "არსენალთან" შეხვედრაც გაცილებით მარტივად ჩაივლიდა, კარგი იყო ლუდოვიკ ჟიული, მაგრამ, ლეოსთან შედარება როგორ შეიძლება?! დანარჩენ სამ ლიგას რაც შეეხება, ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. ეს უკვე ისტორიაა, ფინალში გატანილი გოლებით და იქამდე განვლილი გზებით.

ჩემპიონთა ლიგა, ლეო მესის ტერიორიაა.

გარდა ტიტულებისა, ლეომ "ბარსას" განსაკუთრებული თავდაჯერება შემატა, ისეთ შეხვედრებშიც კი, სადაც გუნდი კარგ ფორმაში არ იმყოფება, მაინც ფავორიტად ითვლება, რადგან ლეო მესი მოედანზეა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა, რომელიც მთელი გუნდისათვის გადამდებია. ამიტომ, "ბარსას" ჩამოწერა არაფრით არ შეიძლება, მით უმეტეს განახლებულ ფორმატში, სადაც ყველაფერი ერთ შეხვედრაში გადაწყდება.

ლეო მესის, ყოველთვის შეუძლია ერთი კონკრეტული თამაშის მოგება.

სეტიენთან ურთიერთობა დალაგებულია. თუ "ბარსა" მოიგებს, დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ გააკეთებს ამას და რა განწყობით გაემგზავრება პორტუგალიაში. განწყობას და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ძალიან დიდი სამსახური შეუძლია გუნდს გაუწიოს. ამ სეზონში ეს განსაკუთრებით სჭირდებათ, გამომდინარე გაუთავებელი კონფლიქტების, სკანდალების და ტრავმებისა. დემბელეს დაბრუნებაც დადებითი მოვლენაა, არ აქვს მნიშვნელობა "ნაპოლისთან" ითამაშებს თუ არა, მწვრთნელმა იცის, რომ თუ შემდეგ ეტაპზე გავა, მისი იმედიც შეუძლია ჰქონდეს.

ლეოს ჩემპიონთა ლიგაზე 114 გოლი აქვს გატანილი, აქედან 46 ფეი ოფებში გაიტანა, ხოლო 26 კონკრეტულად მერვედფინალებში. ეს ძალიან დიდი რიცხვია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლეოს პირველ შეხვედრაში არ გაუტანია, მისგან გოლს უნდა ველოდოთ. თუმცა, მისგან გოლს, ყოველთვის უნდა ველოდოთ.

ბოლო სამი წელია, გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით ვარდება ჩემპიონთა ლიგიდან, განადგურდნენ პარიზში, თუმცა ამას კატალონური სასწაული მოჰყვა, შემდეგ განადგურდნენ ტურინში, შემდეგ რომში, შემდეგ ლივერპულში. ფანები ძალიან ბრაზობენ და ტიტულის მოგება სურთ, ალბათ ყველას ესმის, რომ ეს არ არის საუკეთესო "ბარსა", მაგრამ ისიც ყველას ესმის, რომ კონკრეტულად ამ ჩემპიონთა ლიგას, ფავორიტი არ ჰყავს.

ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე, ლეოს მხოლოდ ოთხის თამაშის მოგება სჭირდება.

ასე ასრულებს მესის სადიდებელს Marca-ს ჟურნალისტი - რამირო ალდუნატე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 7 აგვისტო 2020 14:53
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    მიდი რა ლომო ამ ერთხელაც გაგვათრიე

    რატომ ერთხელ? სულ რაღაც ოთხი არ გვინდა?
    Culé [?]
    #5 6 აგვისტო 2020 19:44
    2
    ციტატა: JUZI
    მიდი ლომო მოინდომე და ყველანი გაგვახარე.

    ლეოს თუ გუნდი არ აჰყვა, თუნდაც მონდომებით და თავგანწირვით, მაშინ თვითონაც კარგავს ინტერესსაც და მოტივაციასაც. ასე რომ ყველაფერი დამოკიდებულია გუნდზე, ირბენენ? დაიღლიან თავს? მაშინ ლეოც ჩაიდენს სასწაულებს არადა მორჩენილია ჩვენი საქმე და ძალიან არ მინდა ეს კამპ ნოუზე მოხდეს. როგორც ვიცით ლეოს არასდროს(თითქმის) არ გააქვს თამაშის დასაწყისში. როგორც დიდი სპეციალისტები, მათ შორის გვარდიოლაც, აღნიშნავენ: ის არასდროს არ გარბის პირველ წუთებზე თავქუდმოგლეჯილი. "ის მატჩის დასაწყისში თითქოს დასეირნობს, აკვირდება მცველების მოძრაობას, თითქოს სკანირებას აკეთებს და როცა მეტოქის სუსტ წერტილებს აღმოაჩენს მერე იწყებს თავის ჯადოსნობის განხორციელებას".(ეს სიტყვები დოკუმენტური ფილმიდანაა: "ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი მესი")ოღონდ ამისთვის გუნდი უნდა იყოს დაგეშილი ბრძოლაზე და არა ისე ალბამ რო პირველივე წუთებზე აჩუქა გოლი ლივერპულს და მერე მაგის დაწყნარებას მოუნდნენ მთელი შესვენება. მოკლედ როგორც იტყვიან: "ღმერთი კი გიშველის, მაგრამ შენც უნდა გაანძრიო ხელიო". რაც ამ შემთხვევაში კოლეგების გარჯას ნიშნავს.
    ფანი [?]
    #4 6 აგვისტო 2020 17:50
    1
    Ronaldos samshobloshi awevs "yurshas" maghla mesi!
    გულშემატკივარი [?]
    #3 6 აგვისტო 2020 17:41
    2
    თუ ირბინა და მოინდომა არანაირად არ ვიქნებით ბაიერნთან განწირულები. ნუ უმწვრთნელოდ ვიქნებით მარა არაუშავს, ბოლო წლები ისედაც უმწვრთნელოდ ვთამაშობთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 აგვისტო 2020 17:19
    2
    მიდი რა ლომო ამ ერთხელაც გაგვათრიე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 6 აგვისტო 2020 15:01
    9
    მიდი ლომო მოინდომე და ყველანი გაგვახარე.