"ნაპოლისთან" მატჩისათვის გრიზმანი 100%-ით მზადაა - Sport

  • 6-08-2020, 13:18
  • "ნაპოლისთან" მატჩისათვის გრიზმანი 100%-ით მზადაა - Sport

    მოგეხსენებათ, 8 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ეგიდით კატალონიის "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

    ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ამ მატჩისთვის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას ანტუან გრიზმანიც დაიცავს, რომელმაც მარჯვენა ფეხის კუნთზე არსებული დაზიანება მოიშუშა და 100%-ით მზადაა.

    თუმცა, აღსანიშნავია, რომ გრიზმანი ამ დაპირსპირებაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კიკე სეტიენი 4-4-2 სქემას აირჩევს, სადაც ფრანგი, 3 შემტევი ნახევარმცველის წინ ან ლეო მესისთან ერთად იმოქმედებს. ადრეული ცნობებით, კანტაბრიელი 5-3-2 ტაქტიკასაც განიხილავდა, თუმცა ანტუანმა, შესაძლოა, მისი გეგმები შეცვალოს.

    ხსენებული ტრავმა ფრანგმა 11 ივლისს, "ვალიადოლიდთან" მოგებულ შეხვედრაში მიიღო.

    მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით, 46 მატჩში თავი 15 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა. შეგახსენებთ, ჯენარო გატუზოს გუნდთან გამართულ პირველ დაპირისპირებაში გამათანაბრებელი ბურთი სწორედ გრიზმანმა შეაგდო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 20:33

    Ise grizmo 7 nomriani maisuris gareshe cudad chans raghac. Chaacvit ukve am kacs 7 da gamoisxams frtebs ase mgonia

    1
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აგვისტო 2020 17:19

    მშვენიერია უნდა ამოტენოს ტრიომ ნაპოლი

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 15:53

    გაიტანსსს გრიზი კიდეე 😁 😍

    3
    გასულია
    ana anukii ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 13:31

    გრიზმა ბოლო თამაშებში ძაან მოუმატა🙈 თითქოს ადგილი იპოვა

    5
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    6 აგვისტო 2020 13:26

    რა გინდა 100%-იანია, ინსინიე კიდევ 80%-მდე თუ დატენეს ისე უნდა ათამაშონ.

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge