რიკი პუჩი დებიუტისთვის ემზადება

  • 6-08-2020, 12:51
  • რიკი პუჩი დებიუტისთვის ემზადება

    ჩემპიონთა ლიგაზე რიკი პუჩის დებიუტს ელიან. საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე რიკის კარგი შანსი აქვს, რომ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს. დანამდვილებით ვიცით, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ სერჟიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი, ასევე, არ იქნება არტურ მელო, რომელმაც გადაწყვეტილება უკვე მიიღო და კლუბში დაბრუნებას არ აპირებს.

    რიკიმ ლა ლიგის უკანასკნელი შეხვედრები საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, ეს მისი თამაშის შანსებს ზრდის, სერჟიო ბუსკეტს სავარაუდოდ ფრენკი დე იონგი შეცვლის, მის წინ კი ორი პოზიციაა ვაკანტური, სადაც ამჟამად სამი ფეხბურთელის კანდიდატურაა - ივან რაკიტიჩის, სერჟო რობერტოსა და რიკი პუჩის.

    თუ რიკიმ ძირითადში არ დაიწყო, მაინც დიდი ალბათობა იქნება იმისა, რომ მეორე ტაიმში ვიხილოთ, რადგან, როგორც არ უნდა განვითარდეს შეხვედრა, მისი საჭიროება მოედანზე ნამდვილად იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ბურთის დაჭერა და თამაშის ტემპის კონტროლიც კარგად გამოსდის და შეტევის გამწვავებაც.

    ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელსაც როგორც ზეიმს, ისე უყურებენ, გამონაკლისი არც პუჩის ოჯახი ყოფილა. თუ "ბარსა" გასვლაზე თამაშობდა, რიკის მთელი ოჯახი ტელევიზორთან იკრიბებოდა და თამაშამდე დიდი ხნით ადრე იწყებდნენ მატჩისთვის მომზადებას, თუ "ბარსა" სახლში თამაშობდა, რა თქმა უნდა, "კამპ ნოუზე" იყვნენ, რიკი ყოველთვის დედასთან ერთად იჯდა, მამა კი უკანა რიგში იყო მოთავსებული, ყოველი საინტერესო მომენტის მერე, მხარზე მოცხებდა და ეტყოდა - "დაინახე, რა გააკეთა?"

    თამაშის შემდეგ ოჯახი რესტორანში მიდის და შეხვედრას განიხილავს. რიკი მატჩის შემდეგ უერთდება ოჯახის წევრებს, კორონას მეორე ტალღის პირობებში რთული იქნება საფეხბურთო რიტუალის შესრულება, ოჯახის წევრები ვერც სტადიონზე შევლენ და შესაძლოა რესტორანში განხილვაც გადაიდოს, მაგრამ დებიუტს, აუცილებლად ოჯახთან ერთად აღნიშნავს.

    რიკის, "ბარსელონასა" და ჩემპიონთა ლიგის, ყველაზე დიდ კავშირს, 2006 წელს დაედო სათავე, ამ წელს მამასთან ერთად პარიზს ეწვია და "ბარსა" – "არსენალის" ფინალს დაესწრო. სწორედ ეს დღე გახდა მის ცხოვრებაში გადამწყვეტი, ამ დროს დაისახა მიზნად "ბარსას" მთავარ გუნდში თამაში და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

    პატარა პუჩი იმდენად შეპყრობილი იყო ამ ტურნირით, რომ დროში დამთხვევის შემთხვევაში, ვარჯიშის შემდეგ არც შხაპს იღებდა და არც შიმშილის გრძნობა აწუხებდა, პირდაპირ სახლში გარბოდა, რომ თამაშისთვის მიესწრო.

    ბერლინის ფინალის დროს გაუმართლა, "ბარსას" აკადემიის წევრები თამაშს დაესწრნენ, მატჩის შემდეგ, რიკი თვითმფრინავში "ბარსას" ფეხბურთელების ნათესავებთან ერთად აღმოჩნდა, გამარჯვება მათთან ერთად იზეიმა, ამ დროს უკვე გრძნობდა, რომ ძალიან დიდი გუნდის ნაწილი იყო.

    რამდენჯერმე ჰქონდა შანსი, რომ ლიგის შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ასე არ მოხდა, ბოლოს ნეაპოლში ხურდებოდა თამაშში ჩასართველად, მაგრამ არტურო ვიდალი მოედნიდან გააძევეს და მისი ვარიანტი გამოირიცხა.

    "ბარსა" ლისაბონის ბილეთისთვის იბრძოლებს, რიკის ამ ქალაქთან კარგი მოგონებები აკავშირებს, "ბარსას" ასაკობრივ გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა სწორედ ამ ქალაქში მოიგო.

    იქნებ განმეორდეს ისტორია?

    წყარო - Mundo Deportivo

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    katalomia ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 17:36

    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: nika 54
    ისე რა პუჩისთან მოსატანია, მაგრამ გუშინ ინტერის თამაშზე სპეციალურად ვაკვირდებოდი ლაუტაროს თამაშს და ვერაფერი ამ ბიჭს ვერ შევატყვე რომ ოდნავ თუნდაც სუარესს ღირსეულად შეცვლის.
    ლეო მაგის ასაკში ოქროს ბურთის კანდიდატი იყო. და მარტო ის კი არა ტექნიკა ან ფიზიკა, პროსტა თამაშის ჟილკაც კი არ ეტყობოდა. ლუკაკუმ ცენტრიდან წამოიღო და ისე გაიტანა, ერიქსენმა კიდევ მეორე ტაიმში შემოვიდა თუ არა მეორე შეხებაზე გაიტანა. არვიცი ესეთი მიმკვდარებულები თუ გვაკლია ბარსაში კი ბატონო მოიყვანონ, მე არ მომწონს. აფსუს ნეიმარი.


    მესისთან და სუარესთან რა შესადარებელია?!
    უბრალოდ დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა თავის თაობაში, ზოგადად ძალიან ჭირს მაღალი დონის ცხრიანი. შეიცვალა ფეხბურთი.
    ჟილკა კიდე აღარ აქვს, აღარ უნდა იქ თამაში, თორე ცარიელი ჟილკაა ეგ კაცი, სხვა არც არაფერი აქვს : )


    Jilkit gavs zustad suas, erti ar ikbineba jer tore dalshe jilka roaqvs uechvelia.

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აგვისტო 2020 17:13

    იმედია ძირითადში დააყენებს და იმ მძორს არ გააკვეხებს

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 15:00

    მე ლიჩნად ამ ბიჭის მაგარი მჯერა, მჯერა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

    6
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი [?]

    6 აგვისტო 2020 14:52

    ისე მე მაინც არ გავრისკავდი რიკის. მგონი სჯობს რაკიტიჩმა და რობერტომ დაიწყოს ნახევარ დაცვაში და რიკი მოგვიანებით შემოვიდეს... ლიგა სახუმარო არაა, აქ შეცდომას არავინ გაპატიებს,მითუმეტეს აწი სულ 1 თამაშიანები წავა... ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგა არაა. ლიგაზე გინდა ფიზიკა, გამოცდილება და კლასი

    1
    საიტზეა
    ფეოლა მწერალი [?]

    6 აგვისტო 2020 13:35

    ციტატა: nika 54
    ისე რა პუჩისთან მოსატანია, მაგრამ გუშინ ინტერის თამაშზე სპეციალურად ვაკვირდებოდი ლაუტაროს თამაშს და ვერაფერი ამ ბიჭს ვერ შევატყვე რომ ოდნავ თუნდაც სუარესს ღირსეულად შეცვლის.
    ლეო მაგის ასაკში ოქროს ბურთის კანდიდატი იყო. და მარტო ის კი არა ტექნიკა ან ფიზიკა, პროსტა თამაშის ჟილკაც კი არ ეტყობოდა. ლუკაკუმ ცენტრიდან წამოიღო და ისე გაიტანა, ერიქსენმა კიდევ მეორე ტაიმში შემოვიდა თუ არა მეორე შეხებაზე გაიტანა. არვიცი ესეთი მიმკვდარებულები თუ გვაკლია ბარსაში კი ბატონო მოიყვანონ, მე არ მომწონს. აფსუს ნეიმარი.


    მესისთან და სუარესთან რა შესადარებელია?!
    უბრალოდ დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა თავის თაობაში, ზოგადად ძალიან ჭირს მაღალი დონის ცხრიანი. შეიცვალა ფეხბურთი.
    ჟილკა კიდე აღარ აქვს, აღარ უნდა იქ თამაში, თორე ცარიელი ჟილკაა ეგ კაცი, სხვა არც არაფერი აქვს : )

    2
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    6 აგვისტო 2020 13:23

    ისე რა პუჩისთან მოსატანია, მაგრამ გუშინ ინტერის თამაშზე სპეციალურად ვაკვირდებოდი ლაუტაროს თამაშს და ვერაფერი ამ ბიჭს ვერ შევატყვე რომ ოდნავ თუნდაც სუარესს ღირსეულად შეცვლის.
    ლეო მაგის ასაკში ოქროს ბურთის კანდიდატი იყო. და მარტო ის კი არა ტექნიკა ან ფიზიკა, პროსტა თამაშის ჟილკაც კი არ ეტყობოდა. ლუკაკუმ ცენტრიდან წამოიღო და ისე გაიტანა, ერიქსენმა კიდევ მეორე ტაიმში შემოვიდა თუ არა მეორე შეხებაზე გაიტანა. არვიცი ესეთი მიმკვდარებულები თუ გვაკლია ბარსაში კი ბატონო მოიყვანონ, მე არ მომწონს. აფსუს ნეიმარი.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge