მამა ფეხბურთის ზეციური ღმერთია, ლეო კი მიწიერთა შორისაა პირველი - მარადონა ჟუნიორი

  • 6-08-2020, 11:57
  • მამა ფეხბურთის ზეციური ღმერთია, ლეო კი მიწიერთა შორისაა პირველი - მარადონა ჟუნიორი

    არგენტინელთა სათაყვანო კერპის, დიეგო მარადონას შვილი, დიეგო ჟუნიორი Sport-თან ექსკლუზიურ ინტერვიუს წერს:

    - რას ფიქრობ "ბარსა"-"ნაპოლის" დაპირისპირებაზე?

    "ბლაუგრანას"  შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და თანაც, პირველი დაპირისპირების შედეგით, უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია. თუმცა, კიკე სეტიენის ბიჭები მთლად კარგ ფსიქოლოგიურ ფორმაში არ არიან. ამიტომაც, მართალია, "ნაპოლი" ფავორიტი არ არის, თუმცა მას "ბარსასათვის" საქმის გართულება და ტურნირიდან გამოდგებაც კი შეუძლია".

    - შეიძლება ითქვას, რომ გატუზო რასაც "ნაპოლიში" აკეთებს, იგივე კიკე სეტიენს "ბარსაში" არ გამოსდის?

    "ამას შედეგი გვეტყვის. გატუზო დიდებული თავკაცია, რომელიც უჩუმრისპირად მივიდა და თავდაუზოგავად იმუშავა. მისი გუნდი უბრალო გუნდი აღარაა. ვფიქრობ, ამჟამად იტალიაში "ნაპოლიზე" უკეთესი გუნდი არ არსებობს."

    - და "ბარსა"?

    "ნაპოლის" საწინააღმდეგო სიტუაციაა. კატალონიურ კლუბში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ოჯახური ერთიანობა არ აქვთ. ახლა ისე ვსაუბრობ, როგორც გარე შემფასებელი, თუმცა გასახდელ ოთახში რაღაც რიგზე ვერ არის. ვერ გამიგია, ერნესტო ვალვერდე რატომ გაათავისუფლეს. კიკე სეტიენის მოყვანის შემდეგ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდა."

    -არის თუ არა მესი ყველა დროის საუკეთესო?

    "რა თქმა უნდა, მას ვაღმერთებ. დღეს ის ყველაზე აღმატებული ფეხბურთელია, კრიშტიანუ რონალდუ არგენტინელთან ახლოსაც კი ვერ მივა. ვინც მას სამხრეთ ამერიკაში აკრიტიკებს, ფეხბურთი არ ესმის. მამაჩემს "ბარსელონელი" ძალიან უყვარს და ხშირად ვსაუბრობთ. ლეო ვარსკვლავია და ასევე... ისტორიაში მეორე საუკეთესო მოთამაშე."

    - მეორე?

    "დიახ, მეორე. მესი ფენომენალურია, თუმცა მამაჩემს ვერავინ შეედრება - მიწიერ არსებას უცხოპლანეტელს ვერ შეადარებ. შეიძლება ვთქვათ, რომ მარადონა ფეხბურთის ზეციური ღმერთია,ლეო კი მიწიერთა შორისაა პირველი. ვწუხვარ, თუმცა მამაჩემის დონეს ვერავინ მიაღწევს, ეს შეუძლებელია."

    - ლაუტარო მარტინესზე იმედების დამყარება შეიძლება?

    "ლაუტარო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან "ინტერში" თამაშისას, საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა."

    - გადავა თუ არა "ბარსელონაში"?

    "არ ვიცი, "ნერაძური" დიდებული კლუბია, თუმცა "ბარსა" სხვა პლანეტიდანაა. ლუის სუარესი სამუდამოდ უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშებს."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 14:57

    მე ფეხბურთის ერთი ღმერთი ვიცი ზეციერიც და მიწიერიც და ეს ლეო მესია!

    9
    საიტზეა
    nika 54 Culé [?]

    6 აგვისტო 2020 12:39

    რას ერჩი, მამას ხო არ მოაჭრის კუდს. ერთი ცნობილი მეკარე ამბობდა, მარადონას ლეოს ტიტულების ერთი პროცენტიც კი არა აქვს მოგებული-ო. მითუმეტეს ის რასაც ლეო 15 წელია ერთ დონეზე აჩვენებს, მარადონამ სულ ორი- სამი სეზონი გააკეთა-ო.

    9
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აგვისტო 2020 12:28

    ვაი შენს პატრონს ზეციდან დააწყდეს მამაშენი მესის

    10
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge