გუსტავო მაია "ბარსელონას" აგვისტოს შუა რიცხვებში შეუერთდება

  • 6-08-2020, 10:33
  • გუსტავო მაია "ბარსელონას" აგვისტოს შუა რიცხვებში შეუერთდება

    მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" გუსტავო მაიას ტრანსფერის შესახებ ყველაფერი ივლისში შეათანხმა, ფეხბურთელი კლუბს, კორონავირუსის გამო, ჯერ კიდევ არ შეერთებია.

    Sport-ის ინფორმაციით, 19 წლის ვუნდერკიდი კატალონიურ კლუბს აგვისტოს შუა რიცხვებში ესტუმრება. მას ბრაზილიის დასატოვებლად, ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით, სპეციალური ტესტირების გავლა მოუწევს.

    კლუბმა გუსტავოში 4,5 მილიონი ევრო გადაიხადა და ის, ჯერჯერობით, "ბარსელონა ბ-ს" რიგებს დაამშვენებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 14:53

    მობრძანდეს ბატონო და ვნახოთ საქმეში რა კაცია.

    4
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    6 აგვისტო 2020 12:44

    კლუბმა გუსტავოში 4,5 მილიონი ევრო გადაიხადა და ის, ჯერჯერობით, "ბარსელონა ბ-ს" რიგებს "დაამშვენებს".???

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge