ინსინიეს აგენტი: თუ ლორენცო ჩათვლის, რომ 80%-ით ფორმაშია, "ბარსელონასთან" აუცილებლად ითამაშებს

  • 6-08-2020, 00:15
  • ინსინიეს აგენტი: თუ ლორენცო ჩათვლის, რომ 80%-ით ფორმაშია, "ბარსელონასთან" აუცილებლად ითამაშებს

    იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის შემდეგ, "ნაპოლის" კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს "ბარსელონასთან" თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

    თავიდან დაზიანება მძიმე ჩანდა, თუმცა ინსინიემ ვარჯიში განაახლა და მისი აგენტის განცხადებით, მას თამაშის შანსი აქვს. ვიჩენცო პისაკანე დღეს რადიო Punto Nuovo-ს ესაუბრა. 

    "ლორენცო ოპტიმისტურად არის განწყობილი. მას ძალიან უნდა, რომ ითამაშოს. ფეხბურთელი საკუთარი თავის საუკეთესო ექიმია და თუ ის იგრძნობს, რომ 80%-ით მაინც არის ფორმაში, მოედანზე აუცილებლად გავა. მას დღეს ვესაუბრე და მითხრა, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია. 

    ინსინიე ცრემლებად დაიღვარა, როცა გაიაზრა, რომ შეიძლებოდა, "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ეთამაშა". - თქვა იტალიელმა. 

    "ბარსა" და "ნაპოლი" ერთმანეთს "კამპ ნოუზე" 8 აგვისტოს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    6 აგვისტო 2020 12:52

    ხო აგერ, დემბოსაც ეგონა რო თავისი თავის ექიმია და უკვე სამი წელია ლაზარეთიდან წელიწადში ორჯერ, ორი კვირით გამოდის. მერე კი ისევ უკან ბრუნდება, ლოგინსაც კი არ ულაგებენ ელოდებიან ხოლმე.

    1
    საიტზეა
    Don_Andresito [?]

    6 აგვისტო 2020 10:04

    ციტატა: Griezzy7
    ციტატა: Iniesta_8
    სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი დიბალა გახდა, რომელმაც თამაშების ნახევარი ან ნაკლები დაუწყო სასტარტო შემადგენლობაში და სულ 11 გოლი გაიტანა. მოკლედ იტალიაში მსაჯები და ფედერაცია უკან უძღვება იუვეს წინაზე რონალდუ გახდა საუკეთესო,ახლა დიბალა, მერე ალბათ დანილო გახდება


    გეთანხმები მარა ლალიგის მსაჯებიც სხვა სამყაროა იმენა 🤣

    იუვე არის იტალიის რეალი. ანიელი კიდე პერესის ახალგაზრდა ვერსია. უეფაში ვერ ქაჩავს ჯერ თორე სერია ა ში ხელშეუხებელია. როგორც კი ლაციომ და ინტერმა მოგებები დაიწყეს გუნდს უაზრო პენალტები აყარეს თავზე. რამოსმა და რონალდომ იგრიალეს იმენა. იუვემ გამოიწერა ადრე სერია ბ და იმედია ოდესმე ესპანეთშიც მოვა ვინმე ვინც რეალის და პერესის შავ ბნელ საქმიანობებს შეისწავლის. იფ როგორ მოუხდებოდათ 1 წელი სეგუნდაში

    0
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 09:34

    რა უნდა დაეტიოს ლაზარეთში, მაინც მოვუგებთ და მთელ კარიერას ნუ დაინგრევს.

    3
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    6 აგვისტო 2020 07:05

    ნეტა ითამაშოს ვის რა ფეხებს მოსჭამს მაგასაც ვნახავთ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 02:23

    ნეტა 79% ით იყოს ფორმაში

    0
    გასულია
    Griezzy7 ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 00:30

    ციტატა: Iniesta_8
    სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი დიბალა გახდა, რომელმაც თამაშების ნახევარი ან ნაკლები დაუწყო სასტარტო შემადგენლობაში და სულ 11 გოლი გაიტანა. მოკლედ იტალიაში მსაჯები და ფედერაცია უკან უძღვება იუვეს წინაზე რონალდუ გახდა საუკეთესო,ახლა დიბალა, მერე ალბათ დანილო გახდება


    გეთანხმები მარა ლალიგის მსაჯებიც სხვა სამყაროა იმენა 🤣

    0
    საიტზეა
    Iniesta_8 ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 00:28

    სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი დიბალა გახდა, რომელმაც თამაშების ნახევარი ან ნაკლები დაუწყო სასტარტო შემადგენლობაში და სულ 11 გოლი გაიტანა. მოკლედ იტალიაში მსაჯები და ფედერაცია უკან უძღვება იუვეს წინაზე რონალდუ გახდა საუკეთესო,ახლა დიბალა, მერე ალბათ დანილო გახდება

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge