დასტურდება - "ბარსელონასა" და ნაპოლის" დაპირისპირება "კამპ ნოუზე" გაიმართება

დასტურდება - "ბარსელონასა" და ნაპოლის" დაპირისპირება "კამპ ნოუზე" გაიმართება

ბოლო პერიოდში "ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის გასამართი დაპირისპირების ლოკაციის შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმა გავრცელდა. ესპანური გაზეთები იუწყებოდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის "კამპ ნოუზე" ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ახლა კი აღნიშნულ თემას კატალონიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, ჟოზეპ მარია არგიმონი ეხმაურება:

"ბარსასა" და "ნაპოლის" მატჩი ისე ჩატარდება, როგორც დაგეგმილი იყო. ამ კვირაში სიტუაცია გასულ კვირაზე უკეთესია. თუმცა, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება. UEFA-ს პროტოკოლს ვითვალისწინებთ, რომელიც საკმაოდ მკაცრ ზომებს მოიცავს. მოედანზე მხოლოდ 350 ადამიანის ყოფნა დაიშვება", - ციტირებს დირექტორის სიტყვებს RAC1.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული დაპირისპირება სტარტს 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:00 საათზე აიღებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 6 აგვისტო 2020 09:31
    4
    საკუთარ კედლებს, თუნდაც მაყურებლის გარეშე მაინც სხვა გემო აქვს.