ოფიციალურად: არდა თურანი "გალათასარაიში" დაბრუნდა

ოფიციალურად: არდა თურანი "გალათასარაიში" დაბრუნდა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, არდა თურანი, 9 წლის შემდეგ, მშობლიურ "გალათასარაიში" დაბრუნდა.

33 წლის თურქი ფეხბურთელი "გალათასარაიში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა და კონტრაქტი "1+1" სქემით გააფორმა. შეგახსენებთ, რომ კატალონიურ კლუბს ის 2015 წელს, მადრიდის "ატლეტიკოდან" შეუერთდა. 2018 წელს თურანი იჯარის წესით, სტამბულის "ბაშაქშეჰირში" გადავიდა, სადაც უამრავ სკანდალში გაეხვა.

ახლახანს კი მას "ბარსელონასთან" კონტრაქტი ამოეწურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 6 აგვისტო 2020 09:29
    3
    იმის იქეთ წასულა, ეს ჩვენ არაფერში გამოგვადგა.
    Culé [?]
    #1 5 აგვისტო 2020 23:55
    2
    ასე ვანიავებთ ფულს, სისულელეებში და დემბელეებში