ტერ შტეგენი კონტრაქტს გაახანგრძლივებს - პრეზიდენტი ადასტურებს

  • 5-08-2020, 21:28
  • ტერ შტეგენი კონტრაქტს გაახანგრძლივებს - პრეზიდენტი ადასტურებს

    კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, BeiN Sport-თან ინტერვიუში რამდენიმე თემაზე საუბრობს. მათ შორის, ადასტურებს, რომ გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. კითხვაზე, განაახლებს თუ არა გერმანელი ხელშეკრულებას, პრეზიდენტი საინტერესოდ პასუხობს: "კი ან კი".

    "ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა? რა თქმა უნდა, ლისაბონში წასვლა გვსურს, თუმცა ჯერ "ნაპოლის" ბარიერი გვაქვს გადასალახი. 

    მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მდგომარეობა? მის კონტრაქტს გავახანგრძლივებთ, რადგან გამონაკლისი ადამიანი და მეკარეა. როგორც კი კორონავირუსის სიტუაციას გადავაგორებთ, ის ხელშეკრულებას ან განაახლებს, ან განაახლებს. სხვა წინადადება არ განიხილება.

    ფრანსიშკუ ტრინკაუ? ის არ იყიდება.

    მოთამშეები, როგორებიც რიკი პუჩი, ანსუ ფატი და არაუხო არიან, მომავალ სეზონში პირველ გუნდში ჩაეწერებიან. გვსურს, რომ ისინი "კამპ ნოუზე" დიდხანს დარჩნენ.

    ფატი სათადარიგოს ფეხბურთელია, რომლის დახმარებაც გვჭირდება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.

    პიანიჩისა და არტურის ბარტერი? ბოსნიელი უმღლესი დონის ფეხბურთელია და მისი გადაბირების შანსი ხელიდან არ გავუშვით.

    შესაძლოა, რომ "ნაპოლი" - "ბარსას" დაპირისპირება "კამპ ნოუზე" არ ჩატარდეს? კატალონიაში სიტუაცია უმჯობესდება, დაინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იკლებს.

    ლაუტარო მარტინესი? "ინტერს" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაველაპარაკებით", - აცხადებს ბართომეუ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 09:29

    დროზე ქენი მერე შე სათვალიანო ვირთხა.

    3
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 02:28

    #მეტიდრომონჩუს❤

    2
    გასულია
    რივალდო-მესი გულშემატკივარი [?]

    5 აგვისტო 2020 22:21

    კოუ გადადისო არსენალში იჯარით. ნახევარ ხელფასს ჩვენ უხდით😂😂😂 სახოდაობა მართველობა გვაქვს, 50 ლიმონად ვერ ყიდიან ტიპში 145 გადაიხადეს. მალადეც

    1
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    5 აგვისტო 2020 21:53

    როგორც კი კორონავირუსის სიტუაციას გადავაგორებთ, ის ხელშეკრულებას ან განაახლებს, ან განაახლებს. სხვა წინადადება არ განიხილება.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV