რუჯერიმ სიტყვები უკან წაიღო

რუჯერიმ სიტყვები უკან წაიღო

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა, ოსკარ რუჯერიმ FOX Sports Argentina-სთან კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავი, ჟერარ პიკე გააკრიტიკა და მას მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი უწოდა.

"ჟერარ პიკე ჩემსავით, ისევე, როგორც ბევრი სხვა მოთამაშის მსგავსად, მეორეხარისხოვანი ფეხბურთელია. ის კარგი შესახედაობისაა, მომღერალი ცოლი ჰყავს, მაგარი წვერი აქვს, თუმცა "ვალენსიაში" რომ ეთამაშა, ცნობილი ვერ გახდებოდა".

ახლა კი, Fox Sports-თან ინტერვიუში რუჯერის სიტყვები უკან მიაქვს:

"პიკეს ათასჯერ ვუბოდიშებ, რადგან მისი ოჯახი ვახსენე. მას არ ვიცნობ, თუმცა ჩემი სიტყვები ალბათ გულზე მოხვდებოდა. 

ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში თამაშობენ და მსოფლიოს ჩემპიონები ხდებიან, კარგი მცველები არიან. 

პიკე მსოფლიოს ჩემპიონია და სიტყვები უკან უნდა წავიღო, ლოგიკურია", - აცხადებს რუჯერი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 6 აგვისტო 2020 09:25
    5
    ამას ქვია თავისი გადაფურთხებული ალოკაო 😀
    ფანი [?]
    #4 6 აგვისტო 2020 00:07
    1
    ცოტა ხანი პოპულარული გახდა და ხალხს თავი გაახსენა, სულ ესაა. ახლა ბოდიში მოიხადა ხალხში ცუდი შთაბეჭდილება რომ არ დატოვოს. მე პირადად მაგრად მკიდია ვინ რას იტყვის მითუმეტეს მოერეხარისხოვანი ფეხბურთელი
    Culé [?]
    #3 6 აგვისტო 2020 00:05
    1
    ბოდიშის მოხდას ენა გააჩერო არ ჯობია?
    Culé [?]
    #2 5 აგვისტო 2020 21:57
    2
    აი რა უნდა, ეს ბებრები რატომ ვერ აჩერებენ ენას, რატო იხდის თავს საგინებლად. მაგრამ ეს მარადონას ძმაკაცია, მისავით ხულიგანი და ალბათ ნარკომანიც და რა იცი როდის ათქმევინეს.
    Culé [?]
    #1 5 აგვისტო 2020 19:42
    3
    ---დაიცავით ცენზურა