COPE: ტერ შტეგენის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია

  • 5-08-2020, 19:27
  • COPE: ტერ შტეგენის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია

    "ბარსელონამ" გუნდის მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალ კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. ამ ინფორმაციას Cadena COPE ავრცელებს.

    COPE-ს ცნობით, ამის მიზეზი ფინანსური კრიზისია. წყარო იმასაც დასძენს, რომ, მიუხედავად ამისა, "ბლაუგრანას" პრიორიტეტი გერმანელი კარის დარაჯის ამჟამინდელი ხელშეკრულების გახანგრძლივებაა.

    დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" და ტერ შტეგენი კონტრაქტის ხანგრძლივობაზე შეთანხმდნენ, მაგრამ გადასაჭრელი დარჩა ფინანსური საკითხი. მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზი სწორედ ეკონომიკური პრობლემაა. გავრცელებული ცნობებით, კატალონიური კლუბი სამწვრთნელო და სკაუტის შტაბებსაც ვერ აფართოებს.

    იგივე წყარო იტყობინება, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, ლიონელ მესისა და ნელსონ სემედუს ახალ ხელშეკრულებებზეც შეჩერდეს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    6 აგვისტო 2020 09:24

    ამასაც დაგვაკარგინებს ეს სათვალეებიანი ვირთხა.

    3
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    5 აგვისტო 2020 22:01

    მე როგორც მახსოვს, ლეომ თვითონ შეწყვიტა მოლაპარაკება. ეს რას იბრალებს.

    0
    გასულია
    romani23 Culé [?]

    5 აგვისტო 2020 19:35

    ეს კაცი (ბარტომეუ) სასწრაფოთაა მოსაშორებელი სანამ ბარსა არ ჩავარდა ეკონომიკურ კოლაფსში და ამას ახლა უკვე სოსიო-ც მიხვდნენ და ზაფხულში კულუარულად ბარტომეუს დააწერინებენ განცხადებას რომ დატოვოს გუნდი საკუთარი განცხადების საფუძველზე ოღონდ მანამდის მან უნდა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ბარტომეუა დღეს გუნდის პრობლემა №1.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV