სუარესისა და ლაუტაროს სტატისტიკური შედარება

სუარესისა და ლაუტაროს სტატისტიკური შედარება

Mundo Deportivo-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" იმ შემთხვევაში გადმოვა, თუ კატალონიურ კლუბს ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი დატოვებს.

Tribuna, WhoScored-ზე დაყრდნობით, შიდა ჩემპიონატების გასული სეზონების მიხედვით, გვთავაზობს სუარესისა და ლაუტაროს სტატისტიკურ შედარებას, რომელიც მოწმობს, რომ 33 წლის ფეხბურთელის ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა.

გოლი და ასისტი

  • სუარესმა ლა ლიგის გასულ სეზონში 22 თამაშში 16 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.
  • ლაუტაროს მონაგარი სერია A-ში 29 მატჩში 14 ბურთა და 3 საგოლე გადაცემას შეადგენს.

დარტყმა

  • სუარესს გასატანად უფრო ნაკლები დარტყმა დასჭირდა. ურუგვაელი თამაშში საშუალოდ 2.8-ჯერ არტყამდა, არგენტინელი კი - 3.6-ჯერ.

პასი

  • სუარესის პასების სიზუსტე 75.5% არის, ლაუტაროსი კი - მხოლოდ 63%.

საგოლე მომენტები

  • ლუისმა 26 key პასი გააკეთა, 22 წლის შემტევმა კი მის თანაგუნდელებს გოლის გატანის შანსი 31-ჯერ მისცა.

დისციპლინა

  • სუარესს ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში წითელი ბარათი არ მიუღია. ის მხოლოდ 4-ჯერ გააფრთხილეს.
  • ლაუტარო 8-ჯერ გააფრთხილეს, ერთხელ კი მოედნიდან გააძევეს.

უნდა გაუშვას "ბარსელონამ" ლუის სუარესი?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 აგვისტო 2020 19:32
    4
    არ გვჭირდება ლაუტარო არაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 5 აგვისტო 2020 19:10
    1
    ციტატა: nika 54
    მერე სუარესს გვერდზე მესი უდგას და ლაუტაროს ვინ ამარაგებს ლუკაკუ? ლუისს უფრო მეტი გოლი ექნებოდა. რაც მაგან მომენტები ანიავა, გინდაც ბოლო თამაშში ალავესთან ლეომ ორჯერ სუფთად ერთი ერთზე გაიყვანა და ორივე გამაზა.
    და საერთოდ რა ბაზარია სუარესი გააგდეთ და მოვალ. მოხვალ კარგია, ტრავმა რო მიიღო? კიკე გამოვა მოედანზე? და საერთოდ: სუარესი რო მოდიოდა არ უთქვია პედრო ან სანჩესი გააგდეთო, არც ნეიმარს არ უკითხავს არაფერი მოვიდა და აჩვენა კლასი, არც ლეოს არ უთქვია რონალდინიო გააგდეთო. უნდა მოხვიდე და თამაშით დაამტკიცო რა შეგიძლია. თორემ რა გამოვა ეგ მოვიდეს კოუტინიოსავით ვერ ითამაშოს და ჩვენ სუარესი დავაბრუნოთ?

    Martali ambavia vito magi? Gaushvit sua da me movalo martla utxres neta? Garekili qonia amas magi tu simartlea da egdos sadacaa. Jer ar mosula da ukve tavebs marxavs da ro movides xo amaze nabo.ari da intrigani aravin iqneba fexburtshi.
    ფანი [?]
    #3 5 აგვისტო 2020 19:04
    6
    სუარესი არამარტო ბარსას არამედ ფეხბურთის ლეგენდა და გამორჩეული ფეხბურთელია რომლის თამაშის ყურებითაც ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ ვფიქრობ ამ კაცის შედეგების არ დანახვა და არ დაფასება არ შეიძლება და არამც და არამც არ შეიძლება ჯეკას გუნდიდან გაშვება ვიღაც ლაუტაროს გამო რომლის სახელიც ერთი წელია მესმის ბოლობოლო ციფრები რო ავიღოთ 33 წლის ასაკში სუას კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი უკეთესია ვიდრე ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ლაუტაროსი
    ფანი [?]
    #2 5 აგვისტო 2020 19:01
    6
    სუა დონეა!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 აგვისტო 2020 18:55