ლიონელ მესის "კამპ ნოუზე" იტალიურ კლუბებთან 10 გოლი აქვს გატანილი

ლიონელ მესის "კამპ ნოუზე" იტალიურ კლუბებთან 10 გოლი აქვს გატანილი

მოგეხსენებათ, "ბარსელონა" საგულდაგულოდ ჩემპიონთა ლიგის მერვეფდინალის განმეორებოთი მატჩისთვის ემზადება, რომელშიც "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ლიონელ მესის იტალიურ კლუბებთან "კამპ ნოუზე" 10 გოლი აქვს გატანილი. ასევე, აღსანიშნავია, რომ როდესაც არგენტინელს გაჰქონდა, ყოველ დაპირისპირებაში დუბლს ასრულებდა - ჯამში, 5 შეხვედრაში.

იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ლეომ გაუტანა, "მილანი" (6 გოლი), "რომა" (2) და "იუვენტუსია" (2). ასევე, მესის "მილანის" კარში მისსავე მოედანზეც ("სან სიროზე") აქვს გატანილი (2).

თუმცა, საინტერესოა, რომ 33 წლის თავდამსხმელისთვის ყველაზე საყვარელი ინგლისური კლუბებია, რომლებსაც ლეომ 34 მატჩში 26 გოლი შეუგდო ("კამპ ნოუზე"). შემდეგ კი გერმანია მოდის - 17 გოლი 16 მატჩში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 აგვისტო 2020 14:10
    1
    მიდი ლომო უნდა გამოტენო ნაპოლი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 5 აგვისტო 2020 13:55
    4
    მიდი ლომო გაზარდე ეგ მაჩვენებელი.