MD: თუ ლაუტარო გსურთ, სუარესი გაუშვით

  • 5-08-2020, 11:34
  • MD: თუ  ლაუტარო გსურთ, სუარესი გაუშვით

    MD ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლაუტაროს მხარეს არ სურს შეთანხმება შედგეს იმ შემთხვევაში, თუ ლუის სუარესი კლუბში დარჩება. ურუგვაელს კიდევ 1 წელი დარჩა კლუბში გასატარებელი და თუ საკმარის შეხვედრებს ჩაატარებს, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდება.

    ყველა აცნობიერებს, რომ სუარესი არ არის იმ ტიპის ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე დაჯდება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის, შემოთავაზება MLS-იდან აქვს, თუმცა, თუ წასვლას გადაწყვეტს, არაერთი ევროპული გრანდიც ეცდება მის დამატებას.

    ბართომეუს არ აქვს უფლება 80 მილიონზე მეტი გადაიხადოს ფეხბურთელში, რომელსაც კლუბში მთავარი როლი არ ექნება. კიდევ ერთ ასეთ კრახს გუნდის განადგურება შეუძლია. "ბარსამ" მოიყვანა მილიონერები: კოუტინიოს, დემბელესა და გრიზმანის სახით, თუმცა ლიდერად ვერც ერთი ჩამოყალიბდა.

    სუარესმა ამ სეზონში 34 შეხვედრა ჩაატარა - 19 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ლაუტარო მარტინესმა 45 შეხვედრა ჩაატარა - 19 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.  

    მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაელი 11 წლით უფროსია და მიუხედავად იმისა, რომ ლაუტარომ 11 შეხვედრით მეტი ჩაატარა, ლუის სუარესს უკეთესი სტატისტიკა აქვს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MARADONA1968 წევრი [?]

    5 აგვისტო 2020 16:25

    არ გვინდა რა ეს მარტინესი

    შეტევა: A - ვერსია: ტრინკაუ-მესი-ფატი
    B - ვერსია: ტრინკაუ-გრიზი-დემბელე - (ორივე ფრანგია, ნაკრებში ფრინავდნენ)
    C - ვერსია: მესი - სუა - დემბელე
    D - ვერსია: ტრინკაუ-მესი-გრიზი

    1
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    5 აგვისტო 2020 13:52

    მორიგი ჭორ-მართალი MD შესრულებით.

    4
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    5 აგვისტო 2020 11:53

    იდი ნა მორე ცალფეხა სუარესი მირჩევნია ამ ვითომ ცხრიანს

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV