ტერ შტეგენი მზად არის კიდევ ხუთი წლით დარჩეს
- 5-08-2020, 11:10
-
ფეოლა
- 3

ტერ შტეგენი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის, მხარეებმა რიგ საკითხებში შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, კვლავ პრობლემატურია ეკონომიკური საკითხი. "ბარსა" მზად არის გერმანელს გადაუხადოს იმდენი, რამდენსაც ითხოვს, მაგრამ ამისათვის სხვა ფეხბურთელებთან მოუწევს კონტრაქტების გადახედვა.
კრიზისმა ყველაფერი შეცვალა და "ბარსას" ძალიან უჭირს, მის მთავარ იმედს საკმარისი თანხა გადაუხადოს. სამაგიეროდ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, შტეგენი მზად არის კლუბში კიდევ ხუთი წლით დარჩეს.
"ბარსამ" არტურის გასხვისებით 8 მილიონის მოგება ნახა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ფინანსური პრობლემები მოგვარდეს.
კლუბის ვარსკვლავები იღებენ იმდენს, რამდენსაც იღებდნენ წინა წლებში, მათ გამო, "ბარსა" ყველაზე მეტს ხარჯავს ხელფასებში, თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, ანსუ ფატიმ გაუმჯობესებული კონტრაქტი მიიღო, იგივე გზას გაივლის რიკი პუჩი, ხოლო სულ მალე შემადგენლობას ტრინკაუც შეუერთდება. ფაქტია, რომ ახალგაზრდების ხელფასი იზრდება, ვეტერანები კი ჯერ ისევ კლუბში არიან.
ასეთი პოლიტიკით, "ბარსა" ფინანსურ კრიზისს თავს ვერ დააღწევს - წერს Mundo Deportivo.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]