ტესტი დე იონგისთვის
- 5-08-2020, 10:46
-
ფეოლა
- 5

ფრენკი დე იონგის პირველი სეზონი "ბარსელონაში" დასასრულს უახლოვდება, რაც უფრო ძლიერად ითამაშებს "ბარსა" ლიგაზე, მით უფრო მეტი შეხვედრის ჩატარება მოუწევს.
ფრენკის ხელში ჩასაგდებად, "ბარსელონას" "მანჩესტერ სიტი" ეცილებოდა, პეპ გვარდიოლას ძალიან სურდა ჰოლანდიელის გადაბირება და მისი კლუბიც გაცილებით მეტს იხდიდა, მაგრამ ფრენკიმ "კამპ ნოუზე" გადაბარგება არჩია.
საბოლოოდ მასში 75 მილიონი ევრო გადაიხადეს, პლუს 11 მილიონი ბონუსების სახით. პირველ სეზონში ვნახეთ, რომ დე იონგს უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს.
"ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ პირველი სეზონით, ვიცი, რომ გაცილებით მეტი შემიძლია" - თქვა ფრენკიმ პაუზის დროს.
ფანებს აწუხებთ ის ამბავი, რომ ფრენკი ყოველთვის პროგნოზირებად გადაწყვეტილებებს იღებს, ამასთან ერთად, მისი პასები ყოველთვის დაგვიანებულია, მართალია სიზუსტის მაღალი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ეს სწორედ იმითაც არის გამოწვეული, რომ ბოლო პასს თითქმის არასდროს აკეთებს.
ჩავისა და ინიესტასაგან განსხვავებით, რომლებსაც გარდა იმისა, რომ სიზუსტის უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდათ, სწორედ ბოლო პასით გამოირჩეოდნენ.
Marca წერს, რომ ჩემპიონთა ლიგა კარგი ტესტი იქნება დე იონგისთვის, დისკვალიფიკაციის გამო, "ბარსას" სერჟიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი დააკლდებიან, არტური თამაშზე უარს ამბობს, ხოლო რაკიტიჩი დიდი ხანია ფორმაში ვეღარ არის, ლიდერობა აუცილებლად ფრენკი დე იონგმა უნდა იკისროს, ჩვენ კი ვნახავთ, რამდენად შეძლებს "ნაპოლისთან" მოედნის ცენტრში ბატონობას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]