"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 2 ცვლილება მოხდა

  • 5-08-2020, 09:52
  • "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში 2 ცვლილება მოხდა

    ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე სულ რაღაც 2 დღეა დარჩენილი და UEFA-მ ტურნირს შემორჩენილ გუნდებში განხორციელებული ცვლილებები გამოაქვეყნა.

    კლუბებს შეეძლოთ, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ის ფეხბურთელები დაემატებინათ, რომლებიც გუნდში იანვრის ბოლოს ირიცხებოდნენ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უმეტეს შემთხვევაში, საქმე უმნიშვნელო ცვლილებასთან გვაქვს.

    მაგალითად, "ბარსელონამ" განაცხადიდან ახალგაზრდა ფერან სარსანედასი და კიკე სავერიო ამოაგდო, მათ ნაცვლად კი ხორხე კუენკა და ლუდოვიტ რეისი შეიყვანა. კატალონიელთ მეტოქეს, "ნაპოლის", ცვლილება საერთოდ არ განუხორციელებია.

    არიან გუნდები, რომლებმაც, ტრანსფერის თუ სხვა მიზეზით, ცნობილი ფეხბურთელები დაკარგეს. მაგალითად, "ლაიფციგს" ტიმო ვერნერი აღარ ეყოლება, "იუვენტუსს" - სამი ხედირა, "მანჩესტერ სიტის" - ლეროი სანე, ხოლო პსჟ-ს - ედინსონ კავანი და ტომას მონიე.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    5 აგვისტო 2020 13:39

    უნდა მოვიგოთ.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV