ხულიო სალინასი: 4 ან 5 ტრავმირებული ფეხბურთელი რომ გვყავდეს, "ნაპოლის" მაინც უნდა მოვუგოთ

  • 5-08-2020, 00:14
  • ხულიო სალინასი: 4 ან 5 ტრავმირებული ფეხბურთელი რომ გვყავდეს, "ნაპოლის" მაინც უნდა მოვუგოთ

    ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი და "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, ხულიო სალინასი, რომელიც კატალონიური გუნდის ღირსებას 1988-94 წლებში იცავდა, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მეოთხედფინალზე საუბრობს. 

    "რა თქმა უნდა, "ნაპოლი" კარგი გუნდია, მაგრამ ეს "იუვენტუსი" არაა. მათ სერია ა-ში სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულეს. თუ სტუმრად 1-1-ის შემდეგ ვნერვიულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდ ფორმაში ვართ. 

    ოთხი ან ხუთი ტრავმირებული ფეხბურთელი რომ გვყავდეს, ეს ბარიერი მაინც უნდა დავძლიოთ. სხვა შემთხვევა კატასტროფა იქნება.

    როცა "ბარსა" პაუზის შემდეგ დაბრუნდა, გუნდი კარგად თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველაფერი წყალში ჩაყარეს - მაგალითად, "სელტასთან". იმედი მაქვს, ვნახავ ისეთ "ბარსელონას", რომელიც "რომასა" და "ლივერპულის" სცენარების განმეორებას აღარ დაუშვებს და სრულად კონცენტრირებული იქნება". - ციტირებს სალინასის სიტყვებს Sport. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    5 აგვისტო 2020 08:49

    აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

    7
    გასულია
    me da barca Culé [?]

    5 აგვისტო 2020 00:22

    ყველას მაგის იმედი გვაქვს.

    7
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV