ბოლო მეკარე, რომელმაც მესის პენალტი აუღო: უბრალოდ გამიმართლა

  • 5-08-2020, 00:00
  • ბოლო მეკარე, რომელმაც მესის პენალტი აუღო: უბრალოდ გამიმართლა

    არც ისე დიდი ხნის წინ თერთმეტმეტრიანების შესრულება ლიონელ მესის ყველაზე სუსტ წერტილად ითვლებოდა, თუმცა არგენტინელმა ამ კომპონენტში თავისი შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა. ბოლოს, "ბარსას" კაპიტანმა პენალტი 2019 წლის თებერვალში ვერ გამოიყენა - მისი შეჩერება "ვალიადოლიდის" მეკარე ჟორდი მასიპმა შეძლო, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი "ბარსელონაში" ჰქონდა გატარებული. 

    31 წლის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ახლაც "ვალიადოლიდის" ღირსებას იცავს, ამ მომენტს იხსენებს. 

    "პირველი პენალტი ძალიან კარგად იყო შესრულებული, მეორე შემთხვევაში კი უბრალოდ გამიმართლა. სიმართლე რომ ვთქვა, "ბარსელონაში" ვარჯიშის დროს მესის თერთმეტმეტრიანებს ხშირად ნამდვილად ვერ ვიგერიებდი". - ამბობს მასიპი. 

    იმ 20 მეკარეს შორის, რომლებსაც ლეოს პენალტები აღებული აქვთ, მასიპთან ერთად, ლეოს ამჟამინდელი თანაგუნდელი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც შედის. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    5 აგვისტო 2020 08:51

    შენ ყოფილიყავი ბოლო და უკანასკნელი ვინც ლომის დარტყმული პენალი აიღო.

    7
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    5 აგვისტო 2020 00:12

    ამ ბიჭს ვგულშემატკივრობ, სულ რომ მე3 დივიზიონის გუნდში იყოს. იმედია პენიას ამის გზას არ დაუყენებენ და ნეტუს და 80 წლის ფეხბურთელებს არ მოყვანენ სულ-

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV