მეკარეები, რომლებმაც მესის თერთმეტმეტრიანი მოიგერიეს

  • 4-08-2020, 23:24
  • მეკარეები, რომლებმაც მესის თერთმეტმეტრიანი მოიგერიეს

    "ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, კარიერის განმავლობაში 26 თერთმეტმეტრიანი გააცუდა. არგენტინელის დარტყმული, 20 შემთხვევაში, უშუალოდ მეკარეებმა მოიგერიეს.

    Tribuna, Transfermakrt-ზე დაყრდნობით, გვთავაზობს ჩამონათვალს იმ მეკარეებისა, რომლებმაც ლეო მესის პენალტი აუღეს. ესენი არიან: ალისონ ბეკერი, ჟორდი მასიპი, ჰანს ჰალდორსონი, დიეგო ლოპესი (2-ჯერ), რუბენ მარტინესი, ფერნანდო პაჩეკო, იოელ როდრიგესი, ვისენტე გუაიტა, გორკა ირაისოსი, ჯო ჰარტი, იან ობლაკი, ჟეფერსონი, ანტონიო ადანი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, დიეგო ალვესი, ხავი ვარასი, ალექსანდრო ტზორვასი, ასიერ რიესგო და ხუან კარლოს კაბალიერო.

    ამ ჩამონათვალში კატალონიური კლუბისთვის კარგად ცნობილი სახეებიც გამოერევიან. მასიპი "ბარსას" ყოფილი კარის დარაჯია, ტერ შტეგენი კი - ახლანდელი.

    ჩამოთვლილ მეკარეებს შორის, ალბათ, ყველაზე იღბლიანი დიეგო ლოპესია, რომელმაც ლეო მესის თერთმეტმეტრიანის მოგერიება 2-ჯერ მოახერხა.

    ლიონელ მესის სულ 117 პენალტი დაურტყმს, რომელთაგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ბურთი ბადეში 91-ჯერ გაახვია.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    MESSI 2017 ფანი [?]

    5 აგვისტო 2020 11:45

    ციტატა: DaviD_ViLLa_7
    ციტატა: marco reus 11
    ჩილესთან რო აუღეს ბრავო არ იდგა? თუ ააცილა ვაბშე?

    ააცილა

    მესის პრნალტი აცილებული არ აქვს ხარიხას გაარტყა

    0
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    5 აგვისტო 2020 08:53

    ეხლა მაგრად მოუმატა ამ კომპონენტში ლომმა.

    3
    გასულია
    lurjibroweuli გულშემატკივარი [?]

    5 აგვისტო 2020 08:40

    გუშინ წავიკითხე გერმანულ სტატისტიკურ კომპანიას დაუთვლია, XXI საუკუნეში ყველაზე მეტი პენალი მესის ქონია გაფუჭებული. ტოო 5 ჩემპიონატში

    0
    --------------------
    აინოლატაკ
    გასულია
    me da barca Culé [?]

    5 აგვისტო 2020 00:14

    ობლაკსაც აუღია დაჟე.

    2
    გასულია
    DaviD_ViLLa_7 რედაქტორი [?]

    4 აგვისტო 2020 23:48

    ციტატა: marco reus 11
    ჩილესთან რო აუღეს ბრავო არ იდგა? თუ ააცილა ვაბშე?

    ააცილა

    2
    --------------------
    Pep Guardiola about David Villa: "It's impossible to make an enemy of David. He's much too nice person, generous on the pitch and in his personal life"
    გასულია
    marco reus 11 Culé [?]

    4 აგვისტო 2020 23:43

    ჩილესთან რო აუღეს ბრავო არ იდგა? თუ ააცილა ვაბშე?

    0
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV