ფრანჩესკო ტოტი მხარს "ნაპოლის" უჭერს: იმედი მაქვს, ისინი "ბარსას" დაამარცხებენ

  • 4-08-2020, 22:11
  • ფრანჩესკო ტოტი მხარს "ნაპოლის" უჭერს: იმედი მაქვს, ისინი "ბარსას" დაამარცხებენ

    ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი, "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირებას ელის და მიიჩნევს, რომ ნეაპოლელებს "ბარსას" ბარიერის გადალახვა შეუძლიათ.

    "რომას" ყოფილი კაპიტანი დღეს "ნაპოლის" მწვრთნელ ჯენარო გატუზოსა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლორენცო ინსინიეს შეხვდა. 

    "იმედი მაქვს, რომ "ნაპოლი" მოიგებს. ასე ფიქრობს ყველა იტალიაში. რა თქმა უნდა, აქ იმისთვის მოვედი, რომ ინსინიეს ცოტა ენერგია მივცე. გატუზო, როგორც ყოველთვის, პოზიტიურადაა განწყობილი". - ციტირებს ტოტის სიტყვებს Sport. 

    "ნაპოლი"-"ბარსას" პირველი შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი "კამპ ნოუზე" 8 აგვისტოს გაიმართება. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    5 აგვისტო 2020 10:05

    კაი ტოტი კაი

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    5 აგვისტო 2020 08:58

    მანამ არ აგიდგა გვერდები.

    3
    საიტზეა
    me da barca Culé [?]

    5 აგვისტო 2020 00:04

    იმედი ბოლოს კვდება.

    1
    გასულია
    MARADONA1968 წევრი [?]

    4 აგვისტო 2020 23:41

    შტეგო
    სემედუ-პიკე-ლენგლე-ალბა
    რობერტო-ბუსი-დე იონგი-პუჩი
    მესი-სუარესი
    -----------
    ეს სასტავი რომ გაგეჩითოს ფეხებსაც ვერ მოჭამ ტოტიი

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV