ცნობილია ინგლისური გუნდი, რომელიც ტრინკაუს "ბარსელონადან" შეძენას ცდილობს

  • 4-08-2020, 14:12
  • ცნობილია ინგლისური გუნდი, რომელიც ტრინკაუს "ბარსელონადან" შეძენას ცდილობს

    ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იმ ინგლისურ გუნდს ასახელებს, რომელიც ფრანსიშკუ ტრინკაუს "ბარსელონადან" ყიდვას ცდილობდა.

    გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ ლიგაში მოთამაშე ერთ-ერთი კლუბი მზად იყო 20 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "ბარსელონასგან" უარი მიიღო.

    რომანოს გავრცელებულ ინფორმაციაში მცირე კორექტივები შეაქვს - მისი ცნობით, საუბარია "ლესტერზე", რომელსაც ტრინკაუს იჯარით აყვანა და მისი 50 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულების აღება სურდა. მისივე ცნობით, შეთანხმება მიღწეული არაა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    ასევე ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ტრინკაუს შეძენით "ლესტერის" გარდა სხვა ბევრი გუნდია დაინტერესებული.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    4 აგვისტო 2020 18:44

    ლესტერი არა შვანცკი, აცადეთ კაცს მოსვლა თავის გუნდში.

    4
    გასულია
    Don_Andresito [?]

    4 აგვისტო 2020 14:37

    კიდე კაი პირდაპირ 50 არ შესთავაზეს თორე დაუფიქრებლად გაასუხარებდა

    0
    გასულია
    ANSU FATI.. ფანი [?]

    4 აგვისტო 2020 14:18

    ერთი ქილერი მადლია რა ალალია ბართომეუსთვის😂

    1
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV