The Times: კოუტინიო მიკელ არტეტას 3 სასურველ ტრანსფერში შედის
- 4-08-2020, 13:04
-
ჯერემი რენერი
- 2

როგორც The Times იტყობინება, ფილიპე კოუტინიო "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
არტეტას კოუტინიოსთან ერთად ტომას პარტეისა ("ატლეტიკო") და ვილიანის ("ჩელსი") შეძენა სურს, ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ჩამოთვლილი მოთამაშეები არტეტას მთავარი სამიზნეები გახლავთ.
აქამდე უკვე ცნობილი გახდა, რომ "მეთოფეები" კოუტინიოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს + მატეო გენდუზის დამატებას განიხილავდნენ, თუმცა ოფიციალურ დონეზე ჯერ არაფერია ცნობილი.
გერმანული საფეხბურთო პორტალი Transfermarkt კოუტინიოს ამჟამად 56 მილიონ ევროდ აფასებს, "ბარსელონამ" ბრაზილიელის სანაცვლოდ 2018 წელს 145 მილიონი ევრო გადაიხადა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]