"ნაპოლი" მე-8 იტალიური გუნდია, რომელიც "კამპ ნოუს" ეწვევა

"ნაპოლი" მე-8 იტალიური გუნდია, რომელიც "კამპ ნოუს" ეწვევა

8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონა" "ნაპოლის" უმასპინძლებს.

Sport-ის ცნობით, ჯენარო გატუზოს გუნდი რიგით მე-8 იტალიური გუნდი იქნება, რომელიც "კამპ ნოუს" ევროტურნირების ეგიდით ესტუმრება. 

აქამდე ხსენებულ სტადიონზე "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "მილანი", "ინტერი", "იუვენტუსი", "ფიორენტინა", "ლაციო", "რომა" და "უდინეზე" მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 18 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, გეგმები შეიცვალა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 4 აგვისტო 2020 18:50
    4
    უეჭველი უნდა მოვიგოთ.