ლორენცო ინსინიემ "ბარსასთან", შესაძლოა, მაინც ითამაშოს
იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, "სტადიო სან პაოლოზე", "ლაციოს" წინააღმდეგ, ლორენცო ინსინიემ ტრავმა მიიღო.
თავდაპირველად მისი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ფაქტობრივად გამორიცხული იყო. თუმცა ნეაპოლელთა შემტევმა მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ჩაიტარა.
ბარძაყის მიდამოში გადაღებული სურათის მიხედვით, ლორენცოს უშუალოდ მომზიდველი კუნთის მყესის დაზიანება აღენიშნება.
მისი მდგომარეობა კვლავ საეჭვოა. ნეაპოლელები მის თამაშთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას "ბარსელონაში" ჩასვლის შემდეგ მიიღებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]