"ბარსელონას" ლეგენდა: გუნდი მესიზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

"ბარსელონას" ლეგენდა: გუნდი მესიზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი და 90-იანების ლეგენდარული Dream Team-ის წევრი, ალბერტ ფერერი, კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს. 

"კარგია, რომ "ბარსას" მესი ჯერ კიდევ ჰყავს. ის კვლავ საუკეთესოა და ნებისმიერ მომენტში, როცა ბურთს იღებს, რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს. 

ვერცერთ გუნდს ექნება იმის თქმის პრეტენზია, რომ იმდენადაა დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე, როგორც "ბარსა". "ბარსელონას" სჭირდება ის, რომ სხვა მოთამაშეების როლიც მნიშვნელოვანი გახდეს. მათ აუცილებლად უნდა გააკეთონ რამე განსხვავებული იმისთვის, რომ ყველაფერი მესის არ ეხებოდეს. ახლა ამის რესურსი ნამდვილად არის. გუნდში პერსპექტიული ფეხბურთელები თამაშობენ, მაგალითად, ანსუ ფატი, რომელიც შანსს იმსახურებს". - აცხადებს ფერერი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 აგვისტო 2020 17:15
    0
    მესიზე აქვ გუნდს აწყობილი თამაში და იქნება კიდევაც დამოკიდებული მარა ამ დონეზე ნამდვილად არ უნდა იყოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 აგვისტო 2020 09:42
    2
    აგაშენა ღმერთმა, აბა ჩვენ რას ვიძახით 3 წელია. რაც ნეიმარი წავიდა მესის მეტი თამაშის გამწვავებაზე არავინ ფიქრობს. მერე იძახიან მესი ფეხით დადისო. აბა რა ქნას, 33 წლის კაცმა 90 წუთი გაუჩერებლად ირბინოს? მერე რა იქნება დაღლილი რო მიიღებს ბოლო წუთზე კარში დარტყმის თავი აღარ უნდა ქონდეს?
    ფანი [?]
    #2 4 აგვისტო 2020 09:10
    4
    იმენა ყველას სათქმელი თქვა ამ კაცმა, მიიღებენ თუ არა ბურთს ყველა მესის ეძებს,ეპიზოდის თავის თავზე ამღება არავის უნდა.
    Datobioshock
    სტუმარი [?]
    #1 4 აგვისტო 2020 01:37
    4
    მართალია,იცის კაცმა