სილვინიომ ახალგაზრდა მესი გაიხსენა: ის ბურთს მიიღებდა, ბლა, ბლა, ბლა და გოლი გადიოდა

სილვინიომ ახალგაზრდა მესი გაიხსენა: ის ბურთს მიიღებდა, ბლა, ბლა, ბლა და გოლი გადიოდა

Guardian-თან ინტერვიუში "ბარსელონას" ყოფილმა მარცხენა მცველმა, სილვინიომ ახალგაზრდა ლიონელ მესი აღწერა:

"ის ბევრს არ ლაპარაკობდა. მოდიოდა, ვარჯიშობდა და სახლში ბრუნდებოდა. მის უკან დიდებული ოჯახი იდგა. ვხვდებოდით, რომ რაღაც განსაკუთრებულთან გვქონდა საქმე."

"თუ გეტყვით, რომ მისგან 6 "ოქროს ბურთის" მოგებას ვვარაუდობდით, მოგატყუებთ. მისნაირი ფეხბურთელი არასდროს მინახავს. ბურთს მიიღებდა, ბლა, ბლა, ბლა და გოლი. მორჩა, სახლში წავედით."

"მესის ცუდი სეზონი ჰქონდა და მან 25 გოლი გაიტანა. "ბარსელონასაც" ცუდი სეზონი აქვს, მაგრამ ლეოს იმის ძალა მაინც აქვს, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 აგვისტო 2020 17:11
    0
    უნდა მოინდომოს მესიმ და ისევ გაგვათრიოს ნახევარ ფინალში მაინც
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 4 აგვისტო 2020 09:13
    3
    ეჰჰ, ნეტა მართლა იმ დროს მესის , ხავი და ინიესტა რომ უმაგრებდნენ ზურგს.
    Culé [?]
    #1 3 აგვისტო 2020 23:22
    6
    ნამდვილად... მესიმ რო მოინდომოს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს