ოფიციალურად: "ბარსელონას" ფორმას ახალი დეტალი დაემატება

  • 3-08-2020, 21:37
  • ოფიციალურად: "ბარსელონას" ფორმას ახალი დეტალი დაემატება

    ცოტა ხნის წინ, UEFA-მ ერთი საინტერესო სიახლე დააანონსა.

    მიმდინარე კვირაში, ევროტურნირები ბრუნდება. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშები პირველად გაიმართება და ტურნირების ორგანიზატორმა, UEFA-მ, გადაწყვიტა, პანდემიასთან მებრძოლი ადამიანებისთვის მადლობის გადახდის ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროტურნირებზე მოთამაშე ყველა ფეხბურთელის მაისურზე გაჩნდება 2 ახალი სიტყვა "Thank You" (მადლობა).

    ეს სიტყვები მიეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლაში დიდი წვლილი მიუძღვის. რა თქმა უნდა, მათ შორის იქნებიან ქართველი ექიმები თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები.

    იმედი გვაქვს, "ბარსელონას" ფეხბურთელები პანდემიასთან მებრძოლ ადამიანებს მადლობას 4-ჯერ გადაუხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    4 აგვისტო 2020 09:59

    ბარემ ხუთჯერ გადაუხადონ, ბოლო როცა თასს აწევენ!!!(ეეჰ, ოცნებას კაცი არ მოუკლავს)

    0
    გასულია
    JUZI ფანი [?]

    4 აგვისტო 2020 09:17

    რაც გინდა ეცვათ,მთავარია სათამაშო და სპორტულ ფორმაში შეხვდნენ ჩემპიონატის დაწყებას.

    2
    გასულია
    Fsicofat წევრი [?]

    4 აგვისტო 2020 00:10

    ძაან სენსაციური მატჩები გველის მეგობრებო , ასევთქვათ არაპროგნოზირებადი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ პსჟ რაღაცას იზავს ნუ ფინალში მგონია

    0
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    3 აგვისტო 2020 21:49

    ლიგაზე ახალი ფორმებით რომ ითამაშონ არა😂

    5
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV