3 წელი ფეხბურთის ღალატიდან

3 წელი ფეხბურთის ღალატიდან

დღეს 3 აგვისტოა. ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლიდან ზუსტად 3 წელი გავიდა.

"3 წელი მას შემდეგ, რაც ნეიმარმა "ბარსელონას" უღალატა" - ასე ასათაურებს სტატიას კატალონიური Sport.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიმარმა, 3 წლის წინ, არა მხოლოდ "ბარსელონას", არამედ მთლიანად ფეხბურთს უღალატა - ამ ტრანსფერით მოგებული არავინ დარჩა, მათ შორის არც პსჟ, ფეხბურთმა კი ბევრი რამ იზარალა.

ნეიმარის წასვლამ დაშალა ფეხბურთის ისტორიაში თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო, რომელშიც, ბრაზილიელის გარდა, ლიონელ მესი და ლუის სუარესი შედიოდნენ. ბრაზილიელის "ღალატმა" სერიოზული დარტყმა მიაყენა "ბარსელონას" ამბიციებს. "პარი სენ-ჟერმენი" კი იგივე შედეგებს აჩვენებს, რასაც ნეიმარის გარეშეც აჩვენებდა - საფრანგეთში იგებს ყველაფერს, ან თითქმის ყველაფერი, ევროპაში კი - ვერაფერს. მოგებას ვინ ჩივის, პარიზელები, ნეიმართან ერთად, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად წელს გავიდნენ.

პსჟ-მ ნეიმარის ტრანსფერით სპორტულად ხომ ვერ იხეირა და პარიზელებს ეს ყველაფერი ძალიან დიდი თანხაც დაუჯდათ - 222 მილიონი "ბარსელონადან" გამოსყიდვა და ხელფასი წელიწადში 70 მილიონი. თუ ნეიმარი პსჟ-ში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩა, გამოვა, რომ პარიზელებს მასში დაახლოებით 570 მილიონი ევრო ექნებათ გადახდილი. ამას ისიც ემატება, რომ "პარი სენ-ჟერმენს" ხელში ასეულობით მილიონიანი ჭირვეული ბავშვი შერჩა, რომელსაც თვალი გამუდმებით სხვა გუნდისგენ გაურბის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Fsicofat
    სტუმარი [?]
    #5 4 აგვისტო 2020 00:15
    0
    რატო მიტირიხართ ვერ ვხვდები, ფიგუს რომ არ მოუმატეს ისიც გადავიდა, ნეის ადგილას მეც წავიდოდი პსჟ სთან მესის კუკუა რო დაქონდა, მაინც მესი ეხატა ჟურნალებზე ვითომ იმან გაიყვანა გუნდი, ამასაც ეწყინა და მაინც არ მაფასებენო და წავიდა
    [?]
    #4 3 აგვისტო 2020 23:39
    2
    ბარსამ წააგო და ამის შემცვლელის ძიება ამის ფასზე 2ჯერ ძვირი უზის. პსჟ ემ წააგო, მილიონი სკანდალი დამცირება და ნულოვანი შედეგი მიიღო გარდა ფინანსური ზარალისა. ფეხბურთმა წააგო ამ საოცარი ტრიოს დაშლის გამო. და სატრანსფერო ფასების უაზროდ ზრდის გამო. ლოგიკით ნეიმარი თუ 222 ღირს ჩვენი 100 მაინც აღარ ღირს? მარტო დორტმუნდმა და ლივემ იხეირეს. გოიმი ბარსას გამო აშენდნენ
    ფანი [?]
    #3 3 აგვისტო 2020 21:23
    2
    სათაური გაქვთ ტოპ
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    ფანი [?]
    #2 3 აგვისტო 2020 18:46
    6
    ფულის და ღორი მამამისის გამო თვთონაც ბევრი დაკარგა და ბარსასაც ბევრი დააკლო.
    ფანი [?]
    #1 3 აგვისტო 2020 18:19
    2
    სამი წელი გაუჩინარებიდან.