ერიკ გარსია "სიტისთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
- 3-08-2020, 14:03
-
ფეოლა
- 10

"მანჩესტერ სიტის" მცველი, ერიკ გარსია კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლა სათამაშო დროს დაჰპირდა.
"ბარსელონას" აღზრდილს კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, შესაბამისად მისი გაყიდვა, წესით და რიგით, "სიტის" გეგმებში უნდა შედიოდეს, რადგან თუ ამ ზაფხულს გარსია "ბარსაში" არ გადმოვა, მომავალ ზაფხულს ამას უფასოდ გააკეთებს.
გვარდიოლას დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს და ესპანელის დატოვება სურს, მაგრამ ანალოგიური პრობლემების ქვეშ არის "ბარსაც", რომელსაც თავიდან სჭირდება დაცვის ცენტრის ჩამოყალიბება, რადგან პიკე და ალბა უკვე ასაკში არიან, ხოლო უმტიტი და ლანგლე, ხშირად ტრავმიანობენ.
მცირე ხნის წინ, ბართომეუმ განაცხადა, რომ კრიზისის გამო ვარსკვლავებს ვერ შეიძენს, ამ პირობებში გარსიას გადმობირების შანსი იზრდება, რადგან "ბარსა" აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]