ობამეიანგი უსმან დემბელეს ტრანსფერს ითხოვს

ობამეიანგი უსმან დემბელეს ტრანსფერს ითხოვს

საფრანგეთში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით ბრიტანული Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას იმის გათვალისწინებით აპირებს, მოახერხებს თუ არა ლონდონის "არსენალი" "ბარსელონას" შემტევის, უსმან დემბელეს შეძენას. 

ლონდონური კლუბის ლიდერი ასოციაციის თასის ფინალში "არსენალს" გმირად მოევლინა და გუნდს ტიტულთან ერთად ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოუპოვა. გაბონელის კონტრაქტს ვადა მალე ეწურება და ის "მეთოფეთა" რიგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დატოვებს, თუ კლუბი მომდევნო სეზონისთვის დიდ ტრანსფერებს განახორციელებს. მისი მთავარი სურვილი გუნდში სწორედ დემბელეს მიყვანაა. 

ობამეიანგი და უსმანი ერთად დორტმუნდის "ბორუსიაში" თამაშობდნენ. 

მოსალოდნელია, რომ "ბარსელონა" დემბელეს გაშვებაზე თანახმა იქნება. ბრიტანული გამოცემის ცნობით, კატალონიელები ფრანგი ფეხბურთელისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას აღარ აპირებენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 აგვისტო 2020 18:08
    1
    პსჟ-ს აღარ უნდა ჩვენი ოქროს ბიჭუნა? მომავალი პელე?
    Culé [?]
    #4 3 აგვისტო 2020 16:06
    2
    ოღონდ გენდუზიში არ გაცვალონ ან ვინმეში ვაბშე რაღადროს გაცვლაა..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 აგვისტო 2020 13:00
    2
    რა იყო პიერ 20 ასისტს აღარავინ გიკეთებს?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 3 აგვისტო 2020 12:21
    5
    უფრო ღადაობა იქნებოდა დემბელეს რო მოეთხოვა ამისი ტრანსფერი
    Culé [?]
    #1 3 აგვისტო 2020 12:21
    2
    მიეცით არსენალს მაინც გენდუზში გაუცვალეთ დაუმატეთ ცოტა და ჩვენც დავისვენებთ