"ბარსელონაში" კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება

"ბარსელონაში" კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება

დღეს, "ბარსელონაში" სასიამოვნო სიახლეა. გუშინ ჩატარებული PCR ტესტების პასუხებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი კატალონიური კლუბის არცერთ წევრს არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, "ნაპოლისთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას საფრთხე არ შეექმნება. 

ფეხბურთელების გამოკვლევის გადაწყვეტილება UEFA-მ იმიტომ მიიღო, რომ ლა ლიგის დასრულების შემდეგ მოთამაშეთა ნაწილმა ქალაქი გარკვეული დროით დატოვა, რაც მათი დაინფიცირების რისკს ზრდიდა. 

ფეხბურთელების ჯანმრთელობა "ნაპოლისთან" მატჩამდე, რომელიც 8 აგვისტოს უნდა ჩატარდეს, კიდევ ერთხელ შემოწმდება. იქამდე, კიკე სეტიენი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ძირითადი გუნდის შემადგენლობასთან ერთად სარეზერვო გუნდის მოთამაშეებსაც ამზადებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.