დიეგო მილიტო: "ინტერს" მესის შეძენა შეუძლია

  • 2-08-2020, 18:34
  • დიეგო მილიტო: "ინტერს" მესის შეძენა შეუძლია

    მილანის "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი, დიეგო მილიტო, თანამემამულე ლეო მესის "ნერაძურიში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

    "მესი "ინტერში? რატომაც არა. ოცნება ხომ უფასოა? თუ "ინტერში" ამას გადაწყვეტენ და ტრანსფერი ფინანსური ფეარ პლეის წესებში ჩაჯდება, ვფიქრობ, ისინი მის შეძენას შეძლებენ.

    "ინტერს" მესის დაყოლიება მარტივად შეუძლია, თუნდაც იგი "ბარსელონასთან" ახლოს იყოს. როდესაც საკითხი პიროვნული ხდება, ფეხბურთელის სურვილს ანგარიში უნდა გაუწიო. ვისურვებდი, რომ ეს ტრანსფერი შედგეს", - მილიტოს სიტყვებს Continental590 ციტირებს.

    მესის შესახებ კომენტარი მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემაც, გააკეთა. მან გავრცელებული ჭორები სრულად უარყო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    JasoN გულშემატკივარი [?]

    3 აგვისტო 2020 00:07

    Is ro ocneba upasoa vetanxmebi am kacs.... Danarcheni ocneba ki ara zgaparia

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge