მესი "ბარსელონაში" დარჩება - "ინტერის" დირექტორი

  • 2-08-2020, 11:55
  • მესი "ბარსელონაში" დარჩება - "ინტერის" დირექტორი

    "ინტერის" აღმასრულებელი დირექტორი, ჯუზეპე მაროტა "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის შესახებ აგორებულ ჭორებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

    "მესის "ნერაძურის" რიგებში ხილვა ფანტაზიაა. მსგავსი სპეკულაციებისთვის დრო არ მაქვს. არგენტინელი "ბარსაში" დარჩება და იქ ასპარეზობას განაგრძობს", - ციტირებს იტალიელის სიტყვებს DAZN.

    შეგახსენებთ, აღნიშნული ცნობები მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემაც უარყო და იხუმრა კიდეც, რომ "მილანის საკათედრო ტაძრის გადაადგილება უფრო შესაძლებელია, ვიდრე მესის ყიდვა".

    როგორც მოგეხსენებათ, "ლა პულგას" წასვლის შესახებ ჭორები "ბლაუგრანაში" არსებული არეული სიტუაციისა და ლეოს მამის, ხორხე მესის რეზიდენციის მილანში გადატანის შემდეგ აგორდა, თუმცა იტალიური კლუბის წარმომადგენელთა განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ პოტენციური ტრანსფერი სრული უტოპიაა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    ana anukii ფანი [?]

    2 აგვისტო 2020 13:31

    თქვენი არვიცი მარა მე ნაღდად არ მომწონს ეს სიტუაცია...

    0
    საიტზეა
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    2 აგვისტო 2020 13:02

    კაი კაცო ამას რო არ ეთქვა ისე არ ვიცოდით

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge