სემედუ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა

  • 2-08-2020, 10:05
  • სემედუ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა

    "ბარსელონას" მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა, იტყობინება Mundo Deportivo.

    წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა და სხვა კლუბიდან ბოლო წუთს მიღებულმა შეთავაზებამ შეთანხმება, შესაძლოა, ჩაშალოს.

    "ლურჯ-ბროწეულისფერებს" პორტუგალიელთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2025 წლამდე სურთ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 წლის ფეხბურთელის გადაბირებას "მანჩესტერ სიტი" ცდილობს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    2 აგვისტო 2020 13:00

    სისულელეა ამის გაყიდვა

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    პარტნიორები
    Flashscore.ge