"ბარსელონა" ტრინკაუსთვის იდეალური ადგილია - ელიო სოუზა

  • 2-08-2020, 02:00
  • "ბარსელონა" ტრინკაუსთვის იდეალური ადგილია - ელიო სოუზა

    კატალონიის "ბარსელონას" მომავალი ფეხბურთელის, ფრანსიშკუ ტრინკაუს ყოფილი მწვრთნელი, ელიო სოუზა აცხადებს, რომ პორტუგალიელი "კამპ ნოუზე" დიდ სიამოვნებას მიიღებს.

    "ტრინკაუ ტრინკაუა. მას "ბარსას" სტილთან ადაპტირების შესაძლებლობა და უნარები გააჩნია. "ბლაუგრანა" ფრანსიშკუს ტალანტის განვითარებისთვის იდეალური ადგილია.

    "ლურჯ-ბროწეულისფერებს" შესანიშნავი იდეები და ისეთი უმაღლესი კლასის მქონე ფეხბურთელები ჰყავთ, როგორიც ლეო მესია. ასეთი მოთამაშეების გვერდით ასპარეზობა ახალგაზრდისთვის იდეალურია. ერთმანეთთან თამაშით ისინი დიდი სიამოვნებას მიიღებენ", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.

    გარდა ამისა, სოუზამ, რომელიც ტრინკაუს პორტუგალიის 19-წლამდელთა რიგებში წვრთნიდა, საუბრისას ხაზი მის პიროვნულობასა და მენტალურ სიძლიერესაც გაუსვა. ასევე, ელიომ აღნიშნა, რომ ორივე ფლანგზე წარმატებით ასპარეზობა და ცენტრში შეწევის უნარი დიდი პლუსია.

    შეგახსენებთ, "ბარსელონამ" ტრინკაუ "ბრაგადან", 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ფრანსიშკუ კლუბს მომავალი სეზონიდან შეუერთდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    2 აგვისტო 2020 13:02

    ხოდა რა გვეჩქარება ეს ლაუტარო, მითუმეტეს კაცს არ ეჩქარება და ერთ წელს გველოდება(მანამდე ფასიც უფრო დაეცემა). იდეალური იქნებოდა ეს ჰოსპიტლის პასტაიანკები: უმტიტი, დემბელე პსჟ-თვის შეგვეტენა ნეიმარში.

    1
    გასულია
    Justin Kluivert გულშემატკივარი [?]

    2 აგვისტო 2020 02:00

    ძალიან მაინტერესებს ამ ბიჭის თამაში,წარმატებები

    3
    --------------------
    "ლიონელ მესი ჩვენი თამაშის მოცარტია. დანარჩენები? ისინი ბანჯოზე უკრავენ," - როი ჰადსონი
    ,,მინდა, რომ რეალი მარცხდებოდეს. მარცხდებოდეს ყოველთვის!" -პიკე
    პარტნიორები
    Flashscore.ge